x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ავსტრიაში რობოტმა თავი მოიკლა

imageავსტრიაში, ჰინტერსტოდერში, კომუნალურ ბინაში უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა, სახლის რობოტი-დამლაგებელი მოულოდნელად თავისით ჩაირთო, აძვრა ელექტრო-ღუმელზე და დაიწვა.

ადგილობრივმა პრესამ ამ ინციდენტს შეარქვა "რობოტის პირველი თვითმკვლელობა ისტორიაში", რომელსაც "მობეზრდა ერთფეროვანი ყოვედღიური სამუშაო". საქმე იმაშია, რომ უბედურმა რობოტმა სახლიც შეიწირა-ბინა დაიწვა.

მეხანძრეების განცხადებით, 44 წლის სახლის მეპატრონემ რობოტი მაგიდაზე დასვა იმისთვის, რომ გაფანტული ბურღული შეეგროვებინა, მას შემდეგ, რაც რობოტმა შეასრულა ეს მარტივი სამუშაო, პატრონმა იგი გამორთო და სამზარეულოს ბუფეტში დატოვა, თვითონ ცოლთან და შვილთან ერთად სასეირნოდ გავიდა. სანამ სახლში არავინ არ იყო, რობოტი თავისით ჩაირთო, მაგიდას გადაახოხდა, გზად გასწია-გამოსწია ქვაბები, ახოხდა ელექტრო ღუმელზე, რომელიც რატომღაც ჩართული იყო და დაჯდა ცხელ დისკოზე.

კვამლის დანახვის შემდეგ სახანძრო მეზობლებმა გამოიძახეს, ხანძრის ჩაქრობის შემდეგ, რობოტისგან მხოლოდ ჯართის გროვაღა იყო დარჩენილი, ბინაც საცხოვრებლად გამოსადეგი აღარაა, რობოტის მფლობელმა გადაწყვიტა უჩივლოს დამაზადებელ კომპანიას.

image




0
299
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
299
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0