x
ყარამან კიკვიძის ჩანაწერები
...

ვინც პირველად დახატა "0" და გაიფიქრა მზეაო, ისიც ისეთივე გენიოსი იყო, როგორც, ვთქვათ, უდიდესი აღმომჩენი. მასაც იგივე გრძნობა დაებადა "გაუგებრობისა", როგორც გენიოსებს.





...

არსად არაფერი არ კეთდება იმ აზრით, რომ რაღაც "უკვე გაკეთდა"... ყველაფერი დასაწყისია რაღაცის...




...

ადამიანში უამრავი ეგოისტური აზრია და მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში მჟღავნდება. ადამიანი ეგოისტია. გამართლება მხოლოდ იმაშია, რომ ეს ეგოისტობა, როცა აღმოაჩენს, წუხებს.



...

რასაც აიძულებ თავს, ისაა მამაცობა. თუ სიკვდილი გიზიდავს და სიცოცხლეს აიძულებ, თუ სიცოცხლე გიზიდავს და სიკვდილს აიძულებ.



...

ომის დროს რატომღაც ერთის სიკვდილს უწოდებენ ტრაგედიას, მოწინააღმდეგისას - არა. სინამდვილეში კი იქითაც ტრაგედიაა.



...

კაცი ერთხელ მაინც დგება იმ გუნებაზე, რომ ყველა უყვარს. ერი თუ ერთხელ მაინც არ დადგა ამ ხასიათზე, ბოროტია.




...

ხანდახან ვფიქრობ, მზე ხმაურით უნდა ამოდიოდეს, უზარმაზარი გრიალით, გამაყრუებელი ზათქით... და საოცარია, რომ ასე არ ხდება..



...

კარგი დასაწყისი ნახევარი გამარჯვებააო, მე ეს ვიცი. მე ისიც ვიცი, რომ ადამიანის მთელი ცხოვრება გადამწყვეტი წუთისთვის სამზადისია.



...

რისი შიშიც ერთხელ დაგიძლევია, იმან მეორედ არ უნდა შეგაშინოს.



...

ცხოვრებას სხვა გზა აქვს და ფიქრს სხვა.



...

ჩვენ ყველა მოვკვდებით. სიკვდილის შემდეგ რა დარჩება? - ვინ ვის რა დავუთმეთ, რა ვაპატიეთ.



...

ქვეყნად იმდენი სიკეთეა, რამდენიც ბოროტება. ადამიანის დამცირებას რა სიკეთე აანაზღაურებს?



...

არ შეიძლება შენზე "იზრუნო" და სხვას არაფერი დააკლო.



... რას ვაფასებ ადამიანში? სიკეთეს და სირთულეს. მარტივი ადამიანი ნაკლებად მიყვარს. ხოლო სირთულე თავისთავად არ მოდის. ათასი წინააღმდეგობა უნდა ჰქონდეს გადატანილი ადამიანს, ათას რამეზე უნდა ჰქონდეს გატეხილი გული, თვითონაც ათასი (რასაკვირველია, პატარ-პატარა და უნებლიე) ცოდვა უნდა მიუძღოდეს და ამისთვის თავთან ანგარიში უნდა ჰქონდეს გასწორებული და თუ ამასთან ერთად სიკეთეს უცვლელად შეინარჩუნებს, ასეთი ადამიანი არ შეიძლება, არ გიყვარდეს.







0
115
3-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე
ალექსანდრე
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0