x
image
worldsport.ge
ფიფამ ინგლისელებსა და პოლონელებს ფინანსური სანქცია დააკისრა

imageფიფას სადისციპლინო კომიტეტმა ინგლისისა და პოლონეთის საფეხბურთო ასოციაციები დააჯარიმა. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში, რომელიც ლონდონში, “უემბლის” სტადიონზე გაიმართა, ტრიბუნებზე მჯდომმა პოლონელმა გულშემატკივრებმა პიროტექნიკა გამოიყენეს.
პოლონეთის ფეხბურთის ასოციაციას ამ დარღვევის გამო 30 ათასი ევროს გადახდა მოუწევს. ინგლისელები კი 10 ათასით იმის გამო დაჯარიმდებიან, რომ სტადიონზე წესრიგი ვერ უზრუნველყვეს. შეგახსენებთ, თამაში მასპინძლებმა 2:0 მოიგეს და ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა გაინაღდეს.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0