x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბეტმენ სუპერმენის ძე ციხეში ჩასვეს სამი წლით.

image
ბეტმენ სუპერმენის ძე გაასამართლეს და სამი წელი მიუსაჯეს.
როგორი მშობელი უნდა იყო შვილს ბეტმენი რომ დაარქვა? ესეც არაფერი კაცი რომლის სახელია ბეტმენი და სუპერმენის ძეა გახდა ბოროტმოქმედი.
სინგაპურის მცხოვრები მოქალაქე სახელით "ბეტმენ ბინ სუპერმენ–ს" (რაც ნიშნავს–ბეტმენი, სუპერმენის ძე) სასამართლომ გამოუტანა განაჩენი 11 ნოემბერს და მიუსაჯა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა. ბეტმენი გისოსებს მიღმა გაატარებს სამ წელს. მიზეზი მისი დაკავებისა კი გახდა ქურდობა, სხვის საკუთრებაში მყოფი საცხოვრებლის გაქურდვა და კანონით აკრძალული ურთიერთობა ნარკოტიკებთან.
"Agence France-Presse" განცხადებით უმუშევარი ბიჭი უჩეულო სახელით ბოლო დროს იმყოფებოდა ფარული დაკვირვების ქვეშ და ფაქტზე იქნა დაკავებული აგვისტოს ბოლოს, მაგრამ ძიების პროცესში სხვა დანაშაულიც გამოიკვეთა და ახლა ბეტმენ სუპერმენის ძეს მოუწევს სამი წელი "იყურყუტოს" სინგაპურის ციხეში. ბეტმენ სუპერმენის ძე ძალიან პოპოლარული გახდა სინგაპურის ინტერნეტსივრცეში, მოგეხსენებათ ეს მოქალაქე საკმაოდ ცნობილ სახელს ატარებს და მისდამი ინტერესიც იზრდება. დასკვნა ერთია გახმაურებული სახელის მქონე პირმა ჩაიდინა დანაშაული და ჩასვეს ციხეში.
ისე საინტერესოა მართლა მშობლებმა დაარქვეს ეს სახელი შვილს, თუ უკვე სრულწლოვანმა საკუთარი სურვილით გადაიკეთა სახელი და გვარი.

3
61
12-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
61
  
2013, 14 ნოემბერი, 13:16
:)))))
2013, 14 ნოემბერი, 13:03
ბეტმენ სუპერმენის ძეს ეს არ ეკადრებოდა :D
0 1 3