x
image
natia.a
უცნაური გამოგონებები მარტოხელა ადამიანებისთვის
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო გამოგონებას, რომლებიც განკუთვნილია მარტოხელა ან სოციალურ ქსელებს მიჯაჭვული ადამიანებისთვის. ამგვარი მოწყობილობების უმეტესობა შექმნილია იაპონიაში, სადაც სიმარტოვისა და იზოლირებულობის თემა განსაკუთრებით მწვავედ დგას.


image1. Kissenger - მოწყობილობა, რომელიც კოცნას გადასცემს: ეს არის ხელოვნური ტუჩებით აღჭურვილი ბურთის ფორმის რობოტი, რომელიც საშუალებას იძლევა პარტნიორის ტუჩების მოძრაობა გადასცეს ინტერნეტით. ამგვარად, შესაძლებელი ხდება ვირტულაურად კოცნის იმიტაცია.



image2. პალტო - "მეგობარი გოგონა", სახელწოდებით Riajyuu, განკუთვნილია მარტოხელა მამაკაცებისთვის. რიბოტიზებული მოწყობილობის საშუალებით პალტო იძლევა შეგრძნებას, თითქოს ზურგიდან გოგონა ხელებს ხვევს. უფრო რეალისტური ეფექტისთვის, პალტოს მოყვება ყურსასმენები, რომლებშიც ჩაწერილია მორბენალი გოგონას ნაბიჯის ხმა და ფრაზები: "მაპატიე, რომ დავიგვიანე", "შემობრუნდი", ან "გამოიცანი ვინ ვარ". ასე რომ, როდესაც მარტოხელა მამაკაცს მოუნდება ვინმეს ალერსი და ყურადღება, იგი უბრალოდ დახუჭავს თვალს და წარმოიდგენს, როგორ ეხუტება და ესაუბრება საყვარელი გოგო.

image
3. Hugvie – ბალიში-ტელეფონი: ეს არის ბალიში, რომელიც შეერთებულია ტელეფონზე და აღჭურვილია გულისცემის გამომხატველი ვიბრაციით. იგი ადამიანს ეხვევა და სატელეფონო საუბარს აძლევს ინტიმურ, ადამიანურ შეგრძნებას.





image4. Like-A-Hug: ჟილეტი, რომელიც სპეციალური აღჭურვილობის წყალობით გიქმნით ჩახუტების შეგრძნებას ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენს გვერდს ფეისბუქში ვინმე დაალაიქებს.







მე კი გისურვებთ, ამ გამოგონებებიდან არც ერთი არ დაგჭირვებოდეთ და საყვარელი ადამიანი ყოველთვის რეალურად გყოლოდეთ გვერდით!

0
85
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0