x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
”ვეფხისტყაოსანი” ”საღმრთო საღმრთოდ გასაგონი” პოემა
image
”ვეფხისტყაოსანი” ქართველი ერის სულიერი საგანძურია.საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები მას ზეპირად სწავლობდნენ, აკვნიდანვე ასწავლიდნენ შვილებს და მოგვიანებით მზითვად ატანდნენ. ალბათ არ მოიძებნება ქართველი, რომელიც რუსთველის უკვდავ პოემას ნაზიარები არ იყოს, მაგრამ საკითხავია, შეგვწევს თუ არა უნარი პოეტის ”შეფარული” აზრის გაგების. ვიცით კი, რატომ წერდა შოთა, რომ ”საქმე ვქმენ საჭოჭმანებიო”, ან რა იგულისხმება, ”მიჯნურობა პირველში”, რომელზეც მხოლოდ იმიტომ არ საუბრობს ავტორი, რომ ”ჭკვიანნიც ვერ მიხვდებიან”.

image

”ვეფხისტყაოსანი” ბევრისთვის დღესაც საერო თხზულებად რჩება, სადაც სატრფოსთვის ტირიან, კლავენ, ველად იჭრებიან... სინამდვილეში პოემა საღვთო თემატიკისაა, ის იგავური ენით გადმოგვცემს, კაცობრიობის გასავლელ გზას. აღნიშნულ თემაზე შესანიშნავი ნაშრომლი აქვს ზვიად გამსახურდიას. მე მისი წერილიდან მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას.

image


ტარიელი (უფლის გზა) დავარის (ნეგატიური ძალის) მიზეზით კარგავს ნესტან დარეჯანს. ნესტან დარეჯანი ითარგმნება, როგორც ის რაც ამ ქვეყნად არ არის, ანუ ღმერთი. უფალს დაშორებული ადამიანი ვარდება სასოწარკვეთაში, ის მარტოობაში ატარებს ცხოვრებას, ცხოვრობს გამოქვაბულში, რაც სიმბოლოა მისტიური ჩაღრმავების. იკვებება ნანდირევით, ნადირობა ხორციელ ვნებებთან ბრძოლას ნიშნავს. ტარიელი ხშირად ტირის, მოგეხსენებათ ცოდვის მონანიებას თან ახლავს ცრემლი. ტარიელი, მიუხედავად მონდომებისა სატროფოს შესახებ ვერაფერს გაიგებს, პირველი ვინც გააგებინებს, რომ ნესტანი ცოცოხალია, ფრიდონია, რაც ითარგმნება როგორც იმედი. მიუხედავად ამისა უფლის გზა ტარიელი იმედის დახმარებით ვერ პოულობს სატრფოს (ღმერთს). ქაჯებისგან (ბოროტი ძალებისგან) მხოლოდ ავთანდილის დახმარებით გაათავისუფლებენ ნესტანს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ავთანდილი სარწმუნოებას ნიშნავს, ყველაფერი ცხადი გახდება. კაცობრიობამ დავკარგეთ ედემი (ამიტომ ეწოდება ნესტანს ”ხე ალვა ედემს ხებული” ), მის დასაბრუნებლად გვჭირდება, იმედი და რწმენა.

image


”ვეფხისტყაოსნის” სწორად გაგება, ისეთივე რთულია, როგორც ”მიჯნურობა პირველი”, რომლის აღქმასაც მხოლო მიწიერი გონი ვერ შესძლებს, ალბათ ამიტომაა, რომ რამდენჯერაც უნდა წავიკითხოთ, ვხვდებით, რაღაც კიდევ დაგვრჩა გასაგები, რაღაცას ბოლომდე ვერ ჩავწვდით. . .

0
593
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
593
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0