x
image
ვიზა კოხაძე
მოსკოვის ცენტრში სასტუმროს ნაცვლად მსოფლიო მნიშვნელობის პარკი აშენდება
image
თითქმის 8 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მოსკოვის ცენტრში ასაშენებელი მსოფლიო დონის პარკის მაკეტი მზადდებოდა. სასტუმრო "Россия" -ას ადგილზე უზარმაზარი ფართი, რომელსაც პარკი დაიკავებს, მსგავსი იქნება იმ ღირსშესანიშნავი ადგილებისა, როგორებიცაა კულტურის ცენტრი სინგაპურში, დედოფალ ელისაბედის ოლიმპიური პარკი დიდ ბრიტანეთში და მაღალი დონის პარკი ნიუ იორკში.image

imageimageimage
გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის არქიტექტორები იღებდნენ, 27 ქვეყნის 450 - მდე კომპანია.მათ შორის: გერმანელი, ჰოლანდიელი, რუსი, ამერიკელი და ა. შ.თუმცა გამარჯვებული კომპანია "Diller Scofidio + Renfo" გახდა ამერიკელების მიერ წარმოდგენილი დიზაინი. როგორც წყაროები გვაცნობებენ, პარკის მშენებლობაზე დასაქმდება დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი და სავარაუდოდ ამ გრანდიოზული პროექტის განხორციელებას დასჭირდება 200 მილიონი დოლარი.

imageimage
წარმოდგენილი მაკეტის მიხედვით პარკი 10 მეტრით მაღალი იქნება მანჰეტენზე და გარდა ამისა მისი ტერიტორია 23 კილომეტრია.

წარმოდგენილი პროექტი შეაფასა საერთაშორისო ჟიურიმ, რომელსაც ესწრებოდნენ მოსკოვის მთავარი არქიტექტორი სერგეი კუზნეცოვი და რუსული ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სურვილი იყო, სასტუმრო «Россия»-ას ადგილზე აშენდეს პარკი «Зарядье».აღნიშნული სასტუმრო ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო იყო რუსეთში, რომლის დემონტაჟი 2006 წელს დაიწყო.


ფოტოზე სწორედ სასტუმროს თავდაპირველი სახეა წარმოდგენილი.imageimage

imageimageimage



1
51
11-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
51
  
2013, 14 ნოემბერი, 13:53
საინტერესოა
0 1 1