x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
როგორ ვუმკურნალოთ აკნეს (2)
image
იმისათვის რომ კანი დავიცვათ ფერიმჭამელებისგან, ხოლო მათი არსებობის შემთხვევაში – დამუწუკებისგან, აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა:

1. თუ სახე შავწერტილოვანი გამონაყარით დაგეფარათ, ნუ ეცებით მის მოშორებას ხელით, განსაკუთრებით მაშინ, როცა აკნეს გარშემო კანი შეწითლებულია. თუ ფერიმჭამელას გახსნით, შესაძლოა, ინფექცია შეგეჭრათ და ნაწიბური დაგრჩეთ.

2. სახე დღეში ორჯერ დაიბანეთ. მეტისმეტი აქტიურობა, ისევე როგორც ჰიგიენის უგულებელყოფა, კანს არ უხდება.

3. ჩვეულებრივი საპნის ნაცვლად სპეციალური გელი გამოიყენეთ. ის ხელის ნაზი მოძრაობით წაისვით სველ სახეზე და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.


4. სახე რბილი პირსახოცით ისე შეიმშრალეთ, რომ კანზე ძლიერად არ გაიხახუნოთ.

5. კრემი თუ სხვა კოსმეტიკური საშუალება სახის ჩამობანიდან, სულ მცირე, 10-15 წუთის შემდეგ უნდა წაისვათ.

6. ფერიმჭამელებიანი სახის კანის მოვლა თმის მოვლასაც ითვალისწინებს. აკნეს არსებობის შემთხვევაში გირჩევთ, თმა ხშირად დაიბანოთ. გამოიყენეთ ცხიმიანი თმისთვის განკუთვნილი შამპუნი. მაქსიმალურად ეცადეთ, თმა შუბლსა და საფეთქლებზე გადაწეული ატაროთ.

7. ცხიმიანი კანის მოსავლელად შესანიშნავია კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც დამატენიანებელი ეფექტით გამოირჩევა.

8. კანი მზის გამოსხივებისგან მაქსიმალურად დაიცავით. მოსაზრება, თითქოს ულტრაიისფერი სხივები აკნეზე დადებითად მოქმედებდეს, სინამდვილეს არ შეესაბამება.რუჯი მხოლოდ და მხოლოდ ნიღბავს გამონაყარს.

9. სახის კანის მოსაწესრიგებლად საჭიროა სწორი კვება, გამონაყარის არსებობის შემთხვევაში უმჯობესია, თავი შეიკავოთ დიეტისგან. აუცილებელია მიიღოთ შემდეგი ვიტამინები : კალციუმი ( რძე და რძის პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული), ფოსფორი ( თევზი, ყველი, ხაჭო, კვერცხი), B ჯგუფის ვიტამინები ( ბოსტნეული, საფუარი, ხორბლის ბურბუშელა), C ვიტამინი (ლიმონი, ასკილი, შავი მოცხარი), კალიუმი (ქიშმიში, კომბოსტო, გარგარი, ქლიავი).

10. კანს აღიზიანებს: ცხარე, სანელებლებიანი, ცხიმიანი პროდუქტი, საწებლები, კრემიანი ტკბილეული, შოკოლადი, გაზიანი სასმელები, შებოლილი ძეხვეული.

1
561
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
561
  
2013, 12 ნოემბერი, 17:16
საინტერესოა
0 1 1