x
რა არის ცოდვა

imageუნდა ვიცოდეთ, თუ რა არის ცოდვა და რა არის მადლი, რა არის სიკეთე და რა - ბოროტება. უნდა გვქონდეს იმის უნარი, რომ ერთი მეორისაგან განვასხვავოთ. ძველ რომაელებს უთქვამთ: ჰომო ჰომინის ლუპუს ესტ - ადამიანი ადამიანისთვის მგელიაო. ქრისტიანობა სულ სხვა რამეს გვიქადაგებს; პავლე მოციქული გვმოძღვრავს: „ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“. კი არ უნდა დავუმძიმოთ ერთმანეთს ჯვარი, პირიქით, უნდა გავუადვილოთ და მევეწიოთ მის ზიდვაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ცოდვის უკეთურობანი იმდენად ვრცელია, რომ მათი ჩამოთვლა უბრალოდ შეუძლებელიცაა. თუმცა ზოგიერთის ჩამოთვლა მოხერხდება.

ცოდვა სიკეთეს სპობს, უკეთურებას გზას უთმობს;



ცოდვა კაცის სიცოცხლეს ამოკლებს და სიკვდილი ყრმობაშივე ეწვევა;



ცოდვა სიმშვიდეს არღვევს, საზოგადოებაში დაპირისპირება იჩენს თავს;



ცოდვა აშენებულს ანგრევს, ნანგრევთა რიცხვს ამრავლებს;



ცოდვა სიხარულს მწუხარებით ცვლის;



ცოდვა მშვენიერებას ხრწნის და სიმახინჯეს არგუნებს;



ცოდვა კაცს სიმშვიდეს ურღვევს, ტანჯვაში ამყოფებს;



ცოდვა კაცს ყოველგვარ ნიჭთაგან უბოძვარს ხდის, სიღატაკეში ამყოფებს;



ცოდვა კაცს ჯანმრთელობას აცლის, სნეულს ხდის;




ერთი გადმოცემის მიხედვით იმამი სადიკი ბრძანებს: “იცოდეთ, რომ შეუცოდველად არანაირი უბედურება და სნეულება არ შეგემთხვევათ. ღვთის მცნება იმაში მდგომარეობს, რომ მხოლოდ თქვენი საკუთარი უკეთური ქმედებებია თქვენდამი მიმართული ნებისმიერი უბედურება, მაგრამ ღმერთმა მრავალჯერ შეგიწყნარათ” შემდეგ იმამი დასძენს: “ყოველშემთხვევაში ღმერთი უფრო გწყალობთ, ვიდრე განგსჯით!”

3
2378
6-ს მოსწონს
ავტორი:Otato
Otato
2378
  
2014, 5 დეკემბერი, 18:37
:(( მართალია ცოდვა ადამიანის სულს ამძიმებს :(( მართალია უცოდველი ადამიანი არ არსებობს , მაგრამ უნდა ვეცადოთ და არ ჩავიდინოთ ისეთი ცოდვა რომელიც არა მარტო ჩვენ არამედ სხვასაც ზიანს მიაყენებს და რომელიც მიუტევებელია ,, ხოლო ცხოვრებისეულ ცოდვებს უფალი გვაპატიებს და მოწყალებას მოიღებს
2013, 14 იანვარი, 20:55
ტკბილია ცოდვა ბაბუ....
2012, 4 მაისი, 16:23
კაი იყო :)
0 1 3