x
image
K.P.
ვინ მიიყვანა ნინო გვასალია თვითმკვლელობამდე? სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს

image

17 ოქტომბერს ძაღლი გაასეირნა, სახლიდან გავიდა, 11 ნოემბერს კი სახლში გარდაცვლილი მიასვენეს.



"დედიკო და მამიკო აღარ მინდა თქვენი ნაწილი ვიყო. ჩემი წერილი არის პინქ ფლოიდის ცნობილი სიმღერის "მშვიდობით, სასტიკო სამყაროვ" საუნთრეკი"-ასე დაემშვიდობა ნინო მშობლებს.


ნიჭიერი გოგო იყო, სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, 12 საუკეთესო სტუდენთა შორის ირიცხებოდა და სტიპენდიასაც იღებდა. ორიგინალში კითხულობდა რუსულ და ინგლისურ ლიტერატურას.


გარდაცვლილის დედა, ქალბატონი ლალი ცინცაძე გვიამბობდა, რომ მათმა ოჯახმა წინა ხელისუფლების დროს ბევრი რამ გადაიტანა. ნინოს მამამ ყველაფერი დაკარგა, დედ-მამა დაშორდნენ. ეკონომიურადაც უჭირდათ, მეოთხე კურსის სტუდენტს მუშაობის დაწყება უნდოდა, ვერაფერი იშოვა...



"12 ოქტომბერს რაღაც ისეთი მოხდა, რამაც მასზე გავლენა მოახდინა. საღამოს ვიღაცამ რაღაც უთხრა, რის შემდეგაც ხასიათი გაუფუჭდა და მთელი ღამე არ უძინია. 13 ოქტომბერს საშინელ ხასიათზე იყო. მთელი ღამე აიპადში იქექებოდა"-გვიამბობდა ქალბატონი ლალი.

image
















ნინოს აიპადიდან ყველაფერი წაუშლია, "ფეისბუქის" საკუთარი გვერდიც გაუუქმებია, ყველა სურათში სევდიანი სახე აქვს, რა მოხდა ისეთი რის გამოც 22 წლის გოგონას ამ "სასტიკ სამყაროში" აღარ დაედგომებოდა?!


10 ნოემბერს გოგონა მუხათწყაროს ტყეში ბაიკერებმა ჩამომხრჩვალი იპოვეს. ექსპერტიზის ზუსტი დასკვნა ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა ცნობილია, რომ გოგონა გაუჩინარებიდან მალევე გარდაიცვალა, სხეულზე კი ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა.


"სასტიკი სამყარო" ვეღარ აიტანა, თუ მოხდა რაღაც ისეთი, რამაც გოგონა თვითმკვლელობამდე მიიყვანა. ქმედება აფექტში არ ჩაუდენია, ყველაფერი კარგად დაგეგმილი ჰქონდა. წინა დღეებში ძმისთვისაც უთქვამს თავი უნდა მოვიკლა, ოღონდ ისე, რომ ვერავინ მიპოვოსო. უმცროს ძმას ყველაფერი სისულელედ ეჩვენა და ყურადღებაც არ მიუქცევია. მართლაც ძალიან ძნელი აღმოჩნდა მისი პოვნა, რომ არა ბაიკერები, ალბათ კიდევ დიდხანს ვერ იპოვიდნენ.

image



საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს: "თვითმკვლელობამდე მიყვანა ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივისა და ღირსების სისტემატიური დამცირებით, -ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე".




საინტერესოა ვინმემ მიიყვანა კი ნინო თვითმკვლელობამდე?

რა მოხდა 12 ოქტომბერს მის ცხოვრებაში?

არსებობს რაიმე მცირეოდენი ხელჩასაჭიდი ინფორმაცია, მტკიცებულება ან ვარაუდი, რის გამოც საქმე აღიძრა?

თუ ყველაფერი იურიდიული ფორმალობაა?

არსებობენ კონკრეტული ადამიანები ვინც ნინოს თვითმკვლელობა აიძულეს, თუ პასუხისმგებლობა მთელ საზოგადოებას, ჩვენ გვეკისრება, ყველას, ვინც ამ "სასტიკ სამყაროს" ვქმნით...image

6
5067
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
5067
  
2013, 22 ნოემბერი, 12:58
გეთანხმებით ერთადერთი ადამიანი სულიერი მამაა ვინც ყოველთვის გაგიგებს,დაგარიგებს,არ განგიკითხავს და გულს არ გატკენს...ზუსტად ესეთი სულიერი მეგობარი მჭირდება რომ როგორმე გავუძლო ამ დამპალ სამყაროს :'(
2013, 22 ნოემბერი, 12:56
იცოდე რომ უფალი ერთადერთი იმედია,მთელმა სამყარომ რომ გაქციოს სურგი ის სულ შენთან და შენშია,შენ უნდა შეძლო ეს დაინახო და უნდა გწამდეს რაც მთავარია...მე ბედნიერი ვარ და მადლობელი უფლის ,რომ ჩემი მამაო გამომიგზავნა იმისთვის რომ ამ ქვეყნადაც ყოფილიყო ისეთი ვინმე ვისაც ბოლომდე ვენდობოდი და ვინც დიდი იმედი იქნებოდა ჩემი...გვიან არასდროს არის ამ გზას დაადგე და ამ სიამოვნებას ნუ წაართმევ საკუთარ თავს
2013, 22 ნოემბერი, 12:34
მეც თქვენნაირების რიცხვს მივეკუთვნები :/ მთელი ცხოვრება თითქოს გზააბნეული დავეხეტები და ჩემი ადგილი ვერ მიპოვია...ერთადერთი რაც მინდოდა უბრალოდ ისეთი ადამიანი მეპოვა ვინც უსიტყვოდ გამიგებდა,ჩემი ტკივილი ეტკინებოდა და სიხარული გაუხარდებოდა მაგრამ ეგეთის მოძებნა ყველაზე რთული ყოფილა თურმე...მეც მივაკითხავ მალე მაგ ადგილს და ზუსტად ვიცი რომ მანდ ვპოვებ სულიერ სიმშვიდეს და სხვაგან არსად...ვინ უნდა დაგარიგოს და ვინ უნდა გაგიძღვეს ცხოვრების გზაზე იმაზე უკეთესად ვიდრე სულიერი მამა
2013, 18 ნოემბერი, 21:05
და ეგ არის იმის გასასამართლებელი თავი მოიკლა? ესეთი ჭკვიანი გოგო მაგ სისულელისთვის თავს არ მოიკლავდა,მაგას 16-17წლის ქერქეტა გოგოები აკეთებენ,თუმცა სისუსტე მაინც გამოავლინა ამ ჭკვიანმა გოგომ... სამწუხარო ფაქტია,მისი სულისთვის რომ ვერც კი ილოცებ ისეთი,ეს ყველაზე დიდი სასჯელია საკუტარი თავისთვის და ვინც დატოვა იმათთვისაც.მეტი ლმობიერება გამოვიცინოთ ერთმანეთის მიმართ და ნუ გავატარებთ ახლობელი ადამიანის მოწყენილ სახეს,შეშინებულ თვალებს და ა.ს რადგან ამ შემთხვევაში ერთმა სიტყვამ შეიძლება გადაწონოს ყველაფერი. დღეს ნინოს მსგავსად ბევრი გოგოა,მეც მათ შორის,ძალინ რომ მიჭირს ამ სამყაროში ტავის დამკვიდრება,სულ მცირედს ვითხოვ და მასზეც უარს ვირებ,თუმცა ვიპოვე გზა სადაც სიმშვიდეს ვპოულობ,სადაც სწორ რჩევას ვიღებ და ეს არის ეკლესია და ჩემი სულიერი მოძღვარი,მე ძლინ გამიხარდება ჩემი კომნტარის წაკითხვის შემდეგ თუნდაც ერთ ადამიანს მაინც თუ ვასწავლი სწორ გზას სად უნდა ეძებონ სიმშვიდე და ბედნიერება....
2013, 12 ნოემბერი, 9:04
10 ნოემბერი უნდა დაგეწერა ეს პატარა შეცდომა არაუშავს. ძალიან შემეცოდა ეს გოგო :'( თან როგორი ლამაზია და პლიუს რა ნიჭIერიც ყოფილა :( იქნებ შეყვარებული ყავდა და ის დაშორდა,ან ცოლი მოიყვანა,ან რაღაც მსგავსი რავიცი :( აბა ასე რამ უნდა გაგამწაროს რო თავი მოიკლა :(((((
2013, 12 ნოემბერი, 1:54
თუ შეიძლება თვეები გაასწორეთ... ''17 ოქტომბერს ძაღლი გაასეირნა, სახლიდან გავიდა, 11 ოქტომბერს კი სახლში გარდაცვლილი მიასვენეს.'' ''10 ოქტომბერს გოგონა მუხათწყაროს ტყეში ბაიკერებმა ჩამომხრჩვალი იპოვეს.''
0 1 6