x
image
მანჩო 777
სასიკვდილო საფრთხე ბუნებაში
ადამიანი სულ უფრო და უფრო მეტად იჭრება ბუნებაში, ცვლის და იყენებს მას თავის სასარგებლოდ, იგონებს რა ამისათვის ახალ-ახალ ხერხს. მაგრამ ყველაფრის შეცვლა ადამიანს არ შეუძლია . ხანდახან საფრთხეს წარმოადგენენ ერთი შეხედვით უწყინარი მცენარეები და ცხოველები. თვით ტალახიც კი შეიძლება მომაკვდინებელი იყოს.

1.ქუნჯუთი - ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი, თუ ეს ყველასათვის ცნობილი ეს მცენარე ასეთი მომწამვლელი იქნებოდა. ის შეიცავს ალკალოიდ რიცინინს, რომელსაც შეუძლია ადამიანის ცილოვანი სტრუქტურის რღვევა. ყელის წვა, ღებინება, ფაღარათი-აი ამ მცენარით მოწამვლის სიმპტომები.

image


2.ჰატჩინსონიტი-ამ მინერალს შეუძლია კოლექციონერში მძიმე მოწამვლა გამოიწვიოს. ეს მინერალი ძალიან ტოქსიკურია, რადგან შეიცავს ტყვიას, დარიშხანს, გოგირდს და ტალიუმს.


image


3.ცისფერრგოლებიანი რვაფეხა-ეს არსება თუმცა პატარა ზომისაა, მაგრამ ძალიან საშიშია. მისი შხამი საკმარისია 26 ადამიანის მოსაკლავად. ცხოველის ნაკბენი მტკივნეული არაა, ამიტომ მსხვერპლი თავიდანვე ვერ გრძნობს საფრთხეს. რვაფეხის ცნობა ძნელი არაა მისი ყვითელი შეფერილობის და ცისფერი რგოლების წყალობით.

image


4.ველური სტაფილოს მსგავსი ეს მცენარე შეიცავს ალკალოიდ კონინინს, რომელიც იწვევს სასუნთქი გზების დამბლას და სულის ხუთვას.


image


5.ამერიკის ზოგიერთ შტატში, ტალახსა და მტვერში იზრდება სოკო Coccidioides immitis.ეს სოკო ადამიანში იწვევს კალოფორნიულ ციებ-ცხელებას. სასუნთქ გზებში ის შეიძლება მოხვდეს მტვერთან ერთად.

image


6.ღილისმაგვარი პოლიპები ბინადრობენ ქვებზე და მარჯნის რიფებზე. მათ ხშირად აბინავებენ სახლის აქვარიუმებში, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ისინი შეიცავენ ტოქსიკურ შხამს-პალიტოქსინს. მას შეუძლია ადამიანი მიიყვანოს თირკმელების და გულის უკმარისობამდე.

image


7.ადამიანისათვის საშიშია აგრეთვე გოგორდწყალბადი-გაზი, რომელიც გამოიყოფა ცოცხალი ორგანიზმების ლპობის შედეგად. ეს ძალიან ვერაგი ნივთიერებაა. მან შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების პარალიზება.

image

2
249
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
249
  
2013, 9 ნოემბერი, 22:47
მადლობა,. გაიხარეთ:)
2013, 9 ნოემბერი, 22:38
ძალიან საინტერესო სტატიაა.
0 1 2