x
image
მანჩო 777
გემრიელი და ორიგინალური დესერტი "მსხალი ფენოვან ცომში "(ფოტორეცეპტი)

image
საოცრად ლამაზი და ორიგინალური, იოლად მოსამზადებელი ნუგბარი, მარტივი და გემრიელი. დიასახლისებო, მოამზადეთ და გააოცეთ ოჯახის წევრები და სტუმრები!

ინგრედიენტები:

მსხალი -2 ცალი

ფენოვანი ცომი-200 გრამი


შაქარი- 30 გრამი

კვერცხი- 1 ცალი

მომზადება:

მწიფე ტკბილი ჯიშის მსხალი გავჭრათ შუაზე სიგრძეში, ამოვაცალოთ გული და დანით ჩავჭრათ სიგრძეზე.

image

მზა ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ, დავადოთ მსხალი და გარშემო მჭრელი დანით შემოვაჭრათ ნაპირები, მსხკიდან 2 სმ-ის დაშორებით. გავუკეთოთ ცომისავე ფოთლები.

image

გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი და მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი.

გამოვაცხოთ 180 გარდუსზე 15 წუთის განმავლობაში შეწითლებამდე.

image

გემრიელად მიირთვით!

3
208
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
208
  
2014, 24 იანვარი, 16:03
ხელოვნების ნიმუშს უფრო გავს,ვიდრე ნამცხვარს,ალბათ რთული იქნება ამის მომზადება...
2013, 8 ნოემბერი, 19:23
ლამაზია, ხომ?
2013, 8 ნოემბერი, 19:22
რა კარგი იდეაა!!
0 1 3