x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
გოგა ხაჩიძის "გულწრფელი თხოვნა" და "სოღ'ბონის დიპლომი"

შეცვლილი მთავრობისა და სკამების მიუხედავად, სოციალურ ქსელში აქტიურობას არ კარგავს გოგა ხაჩიძის პერსონა. გუშინ სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ხაჩიძემ, ირაკლი ღარიბაშვილს სორბონის დიპლომი მოსთხოვა, თუმცა როგორც ჩანს იმედები გაუცრუვდა და მის მოთხოვნას თავად პრემიერისგან გამოხმაურება არ მოჰყოლია. ამას მისი ირონიული პოსტიც მოწმობს: "რამე ახალი ხომ არ იმის სო'ღბონის უნივეღ'სიტეტის დიპლომზე?..."-კითხულობს ხაჩიძე.


დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრმა მოთხოვნა უკვე თხოვნით შეცვალა და კიდევ ერთხელ მიმართა ღარიბაშვილს.


"მართლა გულწრფელად გთხოვ, სორბონის უნივერსიტეტის დამთავრების ამბავი ტყუილი არ გამოდგეს, თორემ საბოლოოდ გამივარდება სახელი, როგორც ყალბი, არაშესაბამისი და არარსებული დიპლომების აღმომჩენს. აი ეგღა მაკლია..."


საინტერესოა, ექნება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილს შესაბამისი რეაქცია. იქნებ გოგა ხაჩიძემ მალე მისგან ჩარჩოში მოთავსებული დიპლომიც კიimage მიიღოს საჩუქრად...

2
1001
2-ს მოსწონს
ავტორი:ირინა წიკლაური
ირინა წიკლაური
1001
  
2013, 19 ნოემბერი, 21:53
გამაგიჟებს ეს ხალხი ჯერ ამათ თუ არ ცხვენიათ საერთოდ რომ ყოფენ თავებს!!! მერე და იმის მაგივრად რომ საქმე გააკეთონ ხალხს და საქართველოს მიხედონ პოზიციან ოპოზიციანად დიპლომების და სისილელეების ძიებაში არიან ფეისბუქზე ბჟოტიალის ნაცვლად საქმე გააკეთეთ!
2013, 14 ნოემბერი, 14:32
ოხ ამის თხა დედა მ....ნ ეს მწოველი არსება,ეს საქართველოში როგორ უნდა დადიოდეს საერთოდ
0 1 2