x
flydubai 228 მილიონით ექვს ახალ ხომალდს დააფინანსებს


ავიაკომპანიამ ხუთ რეგიონალურ და საერთაშორისო ბანკებთან გააფორმა ხელშეკრულება


დუბაიში ბაზირებულმა ავიაკომპანია flydubai-მ ხუთ სხვადსხვა ბანკთან 228 მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლითაც კომპანია ექვს ახალი ბოინგ 737-800-ს დააფინანსებს.

კომერციული ბანკების დაფინანსება ფინანსურ იჯარას წარმოადგენს, რომელიც 10-12 წლის პერიოდში დაიფარება ავიაკომპანიის მხრიდან. ახალი დაფინანსება ავიაკომპანიის შეთავაზების შედეგად განხორციელდა, რომელიც 2013 -2014 წლებში ხომალდების შეძენას უნდა მოხმარდეს.
imageამ მოვლენასთან დაკავშირებით flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა შემდეგი კომენტარი გააკეთ: "ჩვენი მოღვაწეობის მესამე წელს ფონდების დივერსიფირება დავიწყეთ. ბანკების პოზიტიური გამოხმაურება ჩვენს შეთავაზებაზე, რომ კომერციული დაფინანსება გაეწიათ ავიაკომპანიისთვის, ჩენი სტრატეგიის პოზიტიურად განვითარების კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რათა კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გავაგრძელოთ ზრდა და მივიღოთ მეტი და მეტი გამოცდილება. ჩვენ მადლობას ვუხდით ბანკებს გაწეული მხარდაჭერისთვის და იმედი გვაქვს მომავალში კიდევ უფრო განვამტკიცებთ მათთან თანამშრომლობას."

flydubai-ს ფინანსურმა ხელმძღვანელმა მუკეშ სოდანმა დაამატა: „ ჩვენ კმაყოფილები ვართ, ახალი დაფინანსებით. ფინანსური წყაროს დივერსიფიკაციის პირველ ნაბიჯს წარმოადგენდა სამი ბოინგ 737-800-ს შეძენა, რომელიც ექს-იმ ბანკისგან მიღებული სესხით შევიძინეთ. დღევანდელი განაცხადით ჩვენ უკვე დავასრულეთ 42 ახალი ხომალდის მიღება. ჯამში ხომალდების რაოდენობა, რომელსაც ბოინგთან ხელშეკრულებით შევიძენთ 50-ს მიაღწევს.

flydubai-ს ქსელი 34 ქვეყანაში 65-ზე მეტ მიმართულებას მოიცავს: შუა აღმოსავლეთს, აფრიკას, ევროპას, კავკასიას, ცენტრალურ აზისა და სუბკონტინენტს. ავიაკომპანია 46 ისეთი მიმართულებით დაფრინავს, სადაც მანამდე დუბაიდან არ იყო პირდაპირი კავშირი. ახლახანს ავიაკომპანიამ მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე უკვე ბიზნეს კლასიც დაამატა. ბიზნეს კლასის მგზავრებს კიდევ უფრო მეტად პერსონალური სამოგზაურო გამოცდილების მიღება შეუძლიათ ქსელის სხვადასხვა მიმართულებებზე.

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:მაია ჩიტაშვილი
მაია ჩიტაშვილი
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0