x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
“მონსანტო” კაცობრიობის მტერი?

60_იან წლებში, ვიეტნამის ომის დროს ჩადენილი დანაშაულის გამო კომპანია მონსანტო საერთაშორისო სხანდალში გაეხვია,
imageამერიკელი სამხედროები ვიეტნამელებისგან დიდ წინააღმდეგობას გადააწყდნენ. ვიეტნამის გაუვალი ჯუნგლები სავსე იყო

პარტიზანებით, რომლებიც დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ ამერიკელებს.ამერიკელებმა პარტიზანების “იდენტიფიცირებისათვის” გადაწყვიტეს ჯუნგლების ხე-მცენარეების განადგურება რაც არც ისე ადვილი გახლდათ.

ამაში სამხედროებს “მონსანტოს” პროდუქტი “აგენტი ორანჟანი” დაეხმარა. საქმე იმაში იყო, რომ ამ პროდუქციის ქიმიური შემადგენლობა ხელს უწყობდა მცენარეული საფარის განადგურებას, თუმცა მას ბევრი უკუეფექტი ჰქონდა, იწვევდა: სიმსივნეს, მუტაციას და სხვადასხვა დაავადებებს, ამაზე კი ყველა თვალს ხუჭავდა. თუმცა რაში ადარდებდა იანკებს ბედკრული
ვიეტნამელების ბედი.

ამ ფაქტმა ვიეტნამელებს ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა:
image
მიუხედავად ამ კომპანიის დანაშაულებისა და სკანდალისა ამერიკის ხელისუფლება ხელს არ უშლიდა „მონსანტოს“ საქმიანობას.

კომპანია „მონსანტო“ პოპულარობას არ კარგავს და მუდამ პირველობისთვის იბრძვის. აჟამად მას მსოფლიოს „მოწამლვა“ განუზრახავს გენომოდიფიცირებული პროდუქტებით.

image
იგი ერთ-ერთი პირველი მწარმოებელია გენომოდიფიცირებული პროდუქტების წარმოებაში. მის მიერ შექმნილი გენომოდიფიცირებული მცენარეები, - მარცვლეულის კულტურები, რომლებსაც ახასიათებს ჰერბიციდებისადმი მდგრადობა, პესტიციდური თვისებები ან ორივე ამ თვისებათაგანი. მსოფლიოში 1 მილიონ კვადრატულ კილომეტრზეა კულტივირებული და ყოველწლიურად უფრო ვრცელდება.
image
თანამედროვე მეცნიერული კვლევების თანახმად
გენმოდიფიცირებულმა საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი უარყოფითი ცვლილებები: ალერგიები და იმუნური სისტემების რეაქციები გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებში შემავალი ახალი ნივთიერებების მიმართ; გენეტიკურ ინჟინერიაში ხშირად ხმარებული ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი გენები შეიძლება გადაეცეს კუჭ-ნაწლავის პათოგენურ მიკროორგანიზმებს.ამ პათოგენების
მიერ გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ ანტიბიოტიკი უკვე არაეფექტური აღმოჩნდება.

ახალმა გენებმა შეიძლება შეცვალონ ბუნებრივი გენების მოქმედება, რასაც შესაძლოა მოჰყვეს გაუთვალისწინებელი
თანამდევი ეფექტები.

საქართველოში გენომოდიფიცირებული პროდუქტების
შემოტანა გავრცელება და კონტროლი არ ხორციელდება აქედან გამომდინარე ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა საქართველოში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტის პირველი გახმაურებული შემთხვევა 1996 წელს დაფიქსირდა, როდესაც მოხდა კომპანია “მონსანტოს’ ტრანსგენური Bt- კარტოფილის შემოტანა და მოყვანა. სულ შემოტანილი იყო დაახლოებით 148 ტონა Bტ- კარტოფილი, რომელიც უკონტროლოდ გავრცელდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და გატანილ იქნა მეზობელ ქვეყნებშიც (Aზერბაიჯანი, თურქეთი).

საქართველოს სხვა გმ კულტურების იმპორტისა და მოყვანის ფაქტების შესახებ როგორც უკვე არვნიშნეთ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.
imageimage



















1
409
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:david danelia
david danelia
409
  
2014, 15 თებერვალი, 0:10
ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ბოსტნეულის და ხილის ყიდვის მეშინია.
0 1 1