x
image
worldsport.ge
“ნაპოლის” ცარიელი ტრიბუნები ემუქრება

imageშესაძლოა, “ნაპოლის” ლონდონის “არსენალთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი ტურის მატჩის ჩატარება გულშემატკივრების გარეშე მოუწიოს. იტალიური პრესის ცნობით, ნეაპოლელი გულშემატკივრები “მარსელთან” გამართული მატჩის (3:2) შემდეგ ფრანგების ავტობუსს თავს დაესხნენ და შუშაც კი ჩაამტვრიეს.
საბედნიეროდ, “მარსელის” ფეხბურთელთაგან არავინ დაშავებულა, თუმცა იტალიელთა ამგვარმა საქციელმა უეფას სადისციპლინო კომიტეტს განხილვის საგანი მისცა. არაა გამორიცხული, უეფა მხოლოდ ცარიელი ტრიბუნებით არ შემოიფარგლოს და “ნაპოლის” ფინანსური ჯარიმაც დააკისროს.
ცნობისათვის, “ნაპოლი” “არსენალს” 11 დეკემბერს უმასპინძლებს.


ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0