x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვინ დაწყევლა სააკაშვილამდე არქიმანდრიტმა და რა კავშირი აქვს მას ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან

ცოტა ხნის წინ თბილისის ფერისცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარ არქიმანდრიტ ბართლომეს მიერ facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულმა ტექსტმა სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. არქიმანდრიტის მიერ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაწყევლამ მის მომხრეებში სასულიერო პირის მიმართ აგრესიაც კი გამოიწვია.
"წყეული იყოს მიშა სააკაშვილი და მისი ხროვა!მისთვის მზე დაბნელდეს, მთვარემ ნათელი არ მისცეს, მიწის ნაყოფი შხამად შეერგის, წყალი გამწარდეს, მარილი განქარდეს და ჰაერი მავნებელ იქმნას! ამინ!...", - წერდა მამა ბართლომე.
"ტაბულამ" სასულიერო პირის მიერ პრეზიდენტის წყევლას სპეციალური გამოკითხვაც კი მიუძღვნა.
ცნობილია, რომ არქიმანდრიტი არასდროს მალავდა წინა ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას და"კოალიცია ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი იყო. ასევე მონაწილეობდა კოალიციის მხარდამჭერ აქციებში. არქიმანდრიტი ბიძინა ივანიშვილის დედის, ქალბატონი ციცინოს მოძღვარია და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ახლობლად ითვლება.
არქიმანდრიტი ბართლომე, ერისკაცობაში ნუკრი ფირცხალაიშვილი, თერჯოლის რაიონის სოფელ გოდოგნიდანაა, მაგრამ მშობლიურ კუთხედ მაინც საჩხერის რაიონის სოფელი ჭორვილა მიაჩნია, რადგან საშუალო სკოლის დამთავრებიდან მესამე დღეს მონასტერში წავიდა და 1996 წელს ბერად აღიკვეცა. სამი წლის თავზე – 12 ივნისს მღვდლად იქნა ხელდასხმული ჭორვილაში. აღკვეცილი ჰყავს 43 ბერი (მათგან 7 დასავლეთ ევროპის ეპარქიაში მოღვაწეობს), 20 მონაზონი, დაარსებული აქვს რამდენიმე მონასტერი.
შეგახსენებთ, როდესაც წინა პარლამენტმა რელიგიის შესახებ კანონი მიიღო, მაშინ მამა ბართლომემ "ნაციონალური მოძრაობის" 70 დეპუტატი დაწყევლა. მამა ბართლომეს განცხადებით, კანონის მიღების შემდეგ მან 70 პარლამენტარი დაწყევლა, თუმცა 2-3 თვის შემდე შენდობა მისცა.
"როცა საქართველოს პარლამენტმა რელიგიის შესახებ კანონი მიიღო და ყველა რელიგია გაუთანაბრეს ქრისტიანობას, ჩემი გულწრფელი რეაქცია იყო, როცა ავდექი და დავწყევლე 70 დეპუტატი, თუმცა შემდეგ, ჩავთვალე, რომ მათდამი პიროვნული ანგარიშწორება არ მაქვს და 2-3 თვის მერე შენდობა მივეცი. ჩემთან მოვიდნენ მიშა მაჭავარიანი, გოგი ლიპარტელიანი და სოსო ქუთათელაძე. დღესაც ვთვლი, რომ ისინი შემცდარები არიან. ჩემს წყევლას ჰქონდა გამაფრთხილებელი და დამაფიქრებელი ხასიათი. მე მინოდა მათ შეეგნოთ, რომ თანამდებობაზე და ფულზე მაღლა დგას ეკლესია. ცხადია, ამ გუნდში სააკაშვილიც მოიაზრებოდა, მაგრამ მე კონკრეტულად 70 დეპუტატი დავწყევლე, ჩემი სიცხარე გამოიწვია იმან, რომ ქართული ეკლესია არასდროს დევნიდა imageსხვა ეკლესიებს და ყოველთვის ტოლერანტულები ვიყავით, მაგრამ ვის უნდოდა და რატომ სხვა რელიგიების პრიორიტეტულად წარმოჩენა, ეს იყო მთავრი", -აცხადებდა მაშინ არქიმანდრიტი.

3
2071
4-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ლილი მიროტაძე
ლილი მიროტაძე
2071
  
2013, 7 ნოემბერი, 23:13
ერთია ხელისუფლება ვარგა თუ არა და მეორე რომ რატომ ერევა სასულიერო პირი პოლიტიკურ აგიტაციებში და მოძრაობებში?
მე არ მესმის
2013, 7 ნოემბერი, 13:01
გაიხარე, მამაო ბართლომე!
2013, 7 ნოემბერი, 8:00
რა საშინელებაა..........
0 1 3