x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სიცრუე, რომელიც მალე გამომჟღავნდა
image

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია რომ ცნობილ რუს მომღერალს, ალლა პუგაჩოვასა და მის მეუღლეს მაქსიმ გალკინს, სუროგატი დედისგან ტყუპები შეეძინათ და დასახელებული იყო სუროგატი დედის ვინაობაც.ეს იყო კაზანელი ელენა შირინინა.

მაგრამ მალე გახდა ცნობილი რომ, ეს ადამიანი სულაც არ აღმოჩნდა ალლასა და მაქსიმის შვილების სუროგატი დედა.

გადაცემაში“პირდაპირი ეთერი ბორის კორჩევნიკოვთან"კი, 7 ოქტომბერს გამოიყვანეს ეს ქალბატონი პირდაპირ ეთერში, რომელმაც გნაცხადა რომ იცოდა რომ ამ ვარსკვლავურ წყვილს უჩენდა შვილებს, რაც ძალიან ახარებდა.მაგრამ გადაცემიდან რამდენიმე საათის შემდეგ მთელმა ქვეყანამ გაიგო, რომ კაზანელი ქალი, ელენა შირინინა, სულაც არ ყოფილა ალლა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინის ტყუპების სუროგატი დედა.მან აღიარა, რომ მას იძულებით ათქმევინეს ეს.“მე 2009 წლის შემდეგ არ ვყოფილვარ სუროგატი დედა. მოტყუებით მომიწვიეს სტუდიაში, თითქოს გამოცდილების გასაზიარებლათ. შემდეგ კი ასე გამოვიდა.ძალიან მტკივნეულია და მწარე, როცა ადამიანებს ასე ექცევიან.ვერ გამიგია რისთვის უნდოდათ მათ ეს? ადგნენ და ერთი ხელის მოსმით ცხოვრება დამინგრიეს". განაცხადა გამწარებულმა ელენა შირინინამ.


მაგრამ ამ ქალის აღიარებიდან ის ვერ გავიგე, ძალით ტყუილი როგორ ათქმევინეს. დასასჯელ სკამზე დასვეს??რაგაც არც ამ ქალბატონს დაეჯერება სულ. ალბათ ჰონორარმა არ დააკმაყოფილა და მერე გადაწყვიტა სიმართლის აღიარება. ან კი თქვა სიმართლე? გაიგე სად მთავრდება სიმართლე და სად იწყება ტყუილი...

image

0
1955
6-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
1955
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0