x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134400
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
ბავშვის თვალით დანახული სიბრძნე სიყვარულზე.

imageსიყვარული უპირველესი გრძნობაა გრძნობათა შორის. უსიყვარულო ადამიანი არაფერია ამ ქვეყნად. სიყვარული სულგრძელი და კეთილია, სიყვარული აგვამაღლებს... ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ყველა შეყვარებულმა ადამიანმა კარგათ იცით თუ რა არის სიყვარული, მაგრამ ამ სტატიაში მინდა ბავშვების თვალით დანახული სიყვარულის განმარტებები შემოგთავაზოთ, რომელიც თავიანთი წმინდა გულიდან გადმოღვარეს და გაგვიზიარეს, ისინი ხომ სპეტაკი, ანგელოზთან გაიგივებული არსებები არიან.


ჩემს მიერ წარმოდგენილი გამოკითხვები შეადგენს ერთ-ერთ კონკურსს ყველაზე მზრუნველი ბავშვებისას, სადაც გაიმარჯვა 4 წლის ბიჭმა. მას დაუნახავს თუ როგორ ტიროდა განუწყვეტლივ მისი მეზობელი კაცი ცოლის გარდაცვალების შემდეგ. ერთ დღესაც პატარა გვიან დაბრუნდა სახლში და დედას უთხრა მე მას დავეხმარეო და პასუხად, როდესაც დედამ ჰკითხა თუ რითი დაეხმარა, ბიჭუნამ მიუგო: "მეც მასთან ერთად ვტიროდიო".


ეხლა კი წარმოგიდგენთ კონკურსის დანარჩენი წევრების მოსაზრებას სიყვარულზე:


1). ბილლი, 4 წლის.


სიყვარული - ეს არის, როდესაც ვიღაცას უყვარხარ, მისთვის განსაკუთრებულია შენი სახელი და მას სიამოვნებით წარმოთქვამს.

image


2). ტერრი, 4წლის.

სიყვარული - ეს არის ის ადამიანი, ვინც გგვრის ღიმილს, როდესაც დაღლილი ხარ.

image


3). დენნი, 7 წლის.

სიყვარული - ეს არის დედაჩემი და მამაჩემი და იცით რატომ? იმიტომ, რომ როდესაც დედა ყავას უკეთებს მამას, ჯერ თვითონ სინჯავს გემრიელია თუ არა.

image



4). ნოელი, 7 წლის.


სიყვარული - ეს არის, როდესაც მოგწონს ვიღაც ბიჭი და ეტყვი, რომ მას ძალიან უხდება მაისური, რომელიც აცვია და ის ყოველ დღე იმ მაისურს ჩაიცმევს.

image


5). მერი-ენნი, 4 წლის.


სიყვარული - ეს არის, როდესაც კნუტს ტოვებ სახლში, მაგრამ მთელი გული მისკენ გაქვს და გრძნობ მკლავებზე მის სითბოს.

image




6). კარენი, 7 წლის.


როდესაც შეყვარებული ხარ, შენი წამწამები ხშირად განიცდის დახამხამებას და თვალებიდან კი ვარსკვლავები იფრქვევა.


image




7). ჯესიკა, 8 წლის.


სიყვარული - ეს არის, როდესაც გიყვარს და საყვარელ ადამიანს გამუდმებით ეუბნები სიტყვა "მიყვარხარ"-ს, მაგრამ თუ არ გიყვარს, ტყუილად არ უნდა უთხრა რომ გიყვარს, მაგრამ რატომღაც ეს ავიწყდებათ ადამიანებს.

image


კომენტარებში კი დაწერეთ თქვენეულა ვერსიები სიყვარულის შესახებ.

8
315
21-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
315
  
2017, 7 ოქტომბერი, 12:19
გარგი სტატია.
2013, 7 ნოემბერი, 14:22
კარგი სტატიაა
2013, 5 ნოემბერი, 13:25
სიყვარული ის არის, მასთან ერთად დაბერების რომ არ გეშინია...

ისე კარგი იდეა მომაწოდა ამ სტატიამ, ჩემ 4 წლის ბიჭს ვკითხავ, საინტერესოა, როგორ ახსნის:))
2013, 5 ნოემბერი, 10:32
სიყვარულია როცა გინდა უამრავი რამ უთხრა მას..მაგრამ როდესაც ის გიყურებს თვალებში და უჭირავს შენი ხელები ყველაფერი შენს ცხოვრებაში აზრს კარგავს გარდა იმისა რომ იყო იმ მომენტში იმ ადამიანთან..
2013, 4 ნოემბერი, 21:49
მადლობა ;)
2013, 4 ნოემბერი, 21:49
და რომ დავუკვირდეთ რა ბრძნულიც :)
2013, 4 ნოემბერი, 21:40
რა წრფელი და ალალია ბავშვების განმარტებები:(
2013, 4 ნოემბერი, 21:37
მე მომეწონა სტატია.
0 1 8