x
image
david danelia
დასაშვებია თუ არა პატრიარქის ნათლულებს შორის ქორწინება?
დღეისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს უკვე რამოდენიმე ათასი ნათლული ჰყავს და ეს რიცხვი სწრაფად
imageიზრდება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში უპრეცედენტო დემოგრაფიული ზრდა აღინიშნება. თამამად შეიძლება ითქვას, პატრიარქის ამ ინიციატივამ უკვე დიდი შედეგი მოუტანა ქვეყანას.
თუმცა, ჩნდება კითხვა: პატრიარქის ნათლულებს, როგორც სულიერ ძმებსა და დებს, როდესაც მიაღწევენ ზრდასრულ ასაკს, შეეძლებათ თუ არა ერთმანეთთან ქორწინება?

ღვთისმეტყველების დოქტორი კანონიკურ სამართალში მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი ამბობს:

ერთი ნათლიის მიერ მონათლულ სულიერ ძმებსა და დებს, შეუძლიათ თუ არა ქორწინება, ეს საკითხი გადაწყვეტილია ინდივიდუალურად ყველა ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიის მიერ. მაგალითად:
საბერძნეთის ეკლესიაში ამ თემასთან დაკავშირებით პირველად წერდა XV საუკუნის წმიდა მამა სვიმეონ თესალონიკელი და ადგენდა, რომ ასეთი ტიპის ქორწინებები დაუშვებელია. 1801 წელს წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის მიერ შედგენილ ბერძნულ სჯულისკანონში – პიდალონონში ასევე იკრძალება ქორწინება ერთი ნათლიის ნათლულებს შორის, მაგრამ საბერძნეთის ეკლესიის თანამედროვე კანონიკური პრაქტიკა უშვებს ასეთ ქორწინებებს.

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია თავის ამკრძალავ კანონიკურ დადგენილებებში არსად არ განიხილავს მსგავს შემთხვევას, შესაბამისად, ნათლულებს შორის ქორწინება იქ აკრძალული არ არის.

რუსეთის ეკლესიაში დღემდე მოქმედებს 1810 წლის 19 იანვრის სინოდის დადგენილება, რომლის მიხედვითაც შეუღლება იკრძალება მხოლოდ ნათლიასა და ნათლულის მშობელს შორის, ყველა სხვა შემთხვევაში ქორწინება დაშვებულია.

ძველ ქართულ საეკლესიო სამართალში (სამთავისის ეპარქიის კრების კანონები (1459 წ.) და ცაიშ-ბედიის შეკრების კანონებში
(1470-1474) წ.)) ასევე საუბარია მხოლოდ ნათლიასა და ნათლულის მშობელს შორის ქორწინების აკრძალვაზე.


imageუკვე ჩვენს დროში, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის 2007 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე გადაწყდა, რომ კონკრეტულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებთან დაკავშირებით იქნას გამოყენებული საეკლესიო იკონომია და მომავალში, თუ შეიქმნება ამის პრეცედენტი, დაიშვას მათ შორის ქორწინება. სტატიაში მოყვანილი ისტორიულ-კანონიკური ფაქტებიდან გამომდინარე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის ასეთი გადაწყვეტილება სავსებით სწორი, საფუძვლიანი და კანონიკურად გამართლებულია”.


2007 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, საქართველოში მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად, მართლმადიდებელ ოჯახებში ყოველი მესამისა და მომდევნო ბავშვის მონათვლის ინიციატივა გამოთქვა, რაც ორჯერ იქნა მოწონებული საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ 2007 წლის 21 დეკემბრისა და 2008 წლის 27 ივნისის სხდომებზე.

დავით დანელია



1
3996
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:david danelia
david danelia
3996
  
2013, 4 ნოემბერი, 19:19
ძველ ქართულ საეკლესიო სამართალში (სამთავისის ეპარქიის კრების კანონები (1459 წ.) და ცაიშ-ბედიის შეკრების კანონებში
(1470-1474) წ.)) ასევე საუბარია მხოლოდ ნათლიასა და ნათლულის მშობელს შორის ქორწინების აკრძალვაზე.
0 1 1