x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
რატომ დაიწვა ტუტანხამონის გვამი სარკოფაგში და რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი
imageეგვიპტელი ფარაონის ტუტანხამონის მუმია დაიწვა მისი არასწორი ბალზამირების დროს.

ტუტანხამონი გარდაიცვალა 1323 წელს ჩვენს წელთ აღრიცხვამდე. მისი გვამი სწრაფად დააბალზამეს და დამარხეს. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ გვამი დაიწვა მაშინვე, როგორც კი სარკოფაგი დაბეჭდეს. დაწვა კი ქიმიურმა პრეპარატმა - ბალზამირების ზეთმა გამოიწვია.

ახალგაზრდა ფარაონის სამარხი აღმოჩენილი იყო 1922 წელს ჰოვარდ კარტერის და გრაფ კარნარვონის მიერ. მათვე დაასკვნეს, რომ გვამი სარკოფაგში ჩაწვენისთანავე დაიწვა.

ტუტანხამონი ფარაონი 10 წლის ასაკში გახდა 1333 წელს ჩ. წ. ა. და თითქმის ათი წელი მართავდა ქვეყანას - სიკვდილამდე. ის სამეფო გვარის მეთვრამეტე დინასტიის უკანასკნელი შთამომავალი იყო. მისი სამარხის გახსნა, ოქროს სარკოფაგი და ნიღაბი მსოფლიო სენსაციად იქცა.


მის სამარხში უძვირფასესი საგანძური იქნა აღმოჩენილი. გარდა ამისა მისი სარკოფაგი და ნიღაბი არის ოქროსი, ლილისფერ-ზურმუხტისფრად მოხატული და ნახევრად ძირფასი ქვებით მოოჭვილი. ეგვიპტოლოგმა დოქტორმა კრის კარტერ ნაუნტონმა ჩაატარა გვამის ვირტუალური ეკსგუმაცია და რენტგენისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის დახმარებით დაასკვნა, რომ ტუტანხამონი მოკლული იყო ავარიაში ბორბლებიანი ეტლით ბრძოლის დროს.

მიუხედავად იმისა, რომ სარკოფაგი და მრავალი ძვირფასი ნივთი ძალიან ნაცნობი იყო, მაინც დაგროვდა ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა.

მეცნიერების ამ ახალმა აღმოჩენებმა კი მათ საშუალება მისცა გაეგოთ გვამის დაზიანების მიზეზები და ამოეცნოთ ყმაწვილი ფარაონის გარდაცვალების მიზეზი.imageimageimageimageimageimage



1
2106
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
2106
  
2013, 4 ნოემბერი, 11:42
წყარო საიდანაა?
გარდაცვალების ეს მიზეზი პირველად მოვისმინე არაწბობს რამოდენიმე ვერსია მაგრამ რაც აქ წერია ახლა მესმის
0 1 1