x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ყველის ბურთულები - უგემრიელესი, სასარგებლო და იოლი
imageამჯერად შემოგთავაზებთ მართლაც რომ უგემრიელესი "კერძის" - ყველის ბურთულების იგივე "კროკეტების" რეცეპტს. იგი განსაკუთრებით გამოგადგებათ, თუ სახლში პატარა გყავთ, რომელსაც ცალკე ყველის მირთმევა დიდად არ მოსწონს. არადა ყველი ხომ აუცილებელზე აუცილებელია, განსაკუთრებით ბავშვისთვის. ამ პატარა, დაბრაწულ ბურთულებზე კი არც ერთი ბავშვი არ იტყვის უარს. სხვათა შორის ამ ცდუნებას ვერც უფროსები უძლებენ. ამიტომ, გირჩევთ, მცირე რაოდენობით ნუ მოამზადებთ.


მაშ ასე, ინგრედიენტები:


400 გრ. ყველი (უმჯობესია სულუგუნი),

4 ც. კვერცხი,


30 გ. ფქვილი;

3 ს.კ. წყალი,

8 ს/კ თეთრი პურის საფანელი,

ზეთი შესაწვავად.


კვერცხის ცილები ავთქვიფოთ ბეზეს კონსისტენციამდე. დავახეხოთ ყველი, დავამატოთ ფქვილი და

მიღებული მასისგან გავაკეთოთ ბურთულები. შევდგათ მაცივარში 20 წუთით.


imageimage










კვერცხის გულებს შევურიოთ წყალი. ყველის ბურთულები ამოვავლოთ საფანელში, კვერცხის გულში და ისევ საფანელში. შევწვათ კროკეტები დიდი რაოდენობით ადუღებულ ზეთში, 1-2 წუთის განმავლობაში.


imageimage









ჩვენი ყველის ბურთულები მზადაა.


image





0
2043
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2043
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0