x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134342
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
პრეზიდენტმა ბაჩო ახალაიას შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო

ბაჩო ახალაიას შესაძლო შეწყალების თაობაზე ატეხილი მითქმა-მოთქმას დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საბოლოოდ დაუსვა წერტილი.


პრეზიდენტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული საკმაოდ ვრცელი მიმართვიდან ირკვევა, რომ სააკაშვილმა ახალაიას შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.


"მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბაჩოს არ დაუშვია სერიოზული შეცდომა. არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ შესაძლოა კანონიც დაერღვია და არაფერი გვცოდნოდა ამის შესახებ, მაგრამ ამდენი ძიების შემდეგ, ყველა ბრალდება, რომელიც პროკურატურამ სასამართლოს წარუდგინა, უსაფუძვლო აღმოჩნდა, ხოლო "ბუნტის" საქმე უბრალოდ სამარცხვინო, საშიში და ანტისახელმწიფოებრივია. მე ვგმობ და ვემიჯნები ციხეში ან ნებისმიერ სხვა უწყებაში წამების, ცუდად მოპყრობის, უკანონობის ნებისმიერ ფაქტს-განაჩენი რომ რომელიმე მსგავს ფაქტზე დამდგარიყო, კატეგორიულად ვაცხადებ, არ გამოვიყენებდი შეწყალების უფლებას!" -წერს მიხეილ სააკაშვილი და იქვე აღნიშნავს, რომ ისტორიის, სიმართლისა და სამართლიანობის წინაშე, მისი ვალია ხელი მოაწეროს შეწყალების აქტს.image

0
1479
3-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:ირინა წიკლაური
ირინა წიკლაური
1479
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0