x
image
რადარი
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სექსი უკეთესია ვიდრე სპორტული ვარჯიში...

სექსი უკეთესია ვიდრე სპორტული ვარჯიშიკანადელმა მეცნიერებმა, კვებეკის უნივერსიტეტიდან მონრეალში დათვალეს, თუ რამდენ კალორიას წვავს კაცი და ქალი სექსის დროს.

როგორც TCH.ua გვამცნობს, კვლევის დროს დაკვირვება მოხდა 21 ჰეტეროსექსუალ წყვილზე 18 დან 35 წლამდე. მათ ხელზე დაუმაგრეს სპეციალური მოწყობილობა, რომელიც განსაზღვრავდა ორგანიზმის ენერგეტიკულ დანახარჯს. ასევე ჩაუტარეს გამოკითხვა, თუ როგორ გრძნობენ სექსის შემდეგ თავს, როგორ განწყობა აქვთ, რა პოზიტიური ცვლილებები შეიტანა სექსმა მათ ხასიათში და რა ემოციები აქვთ სექსის შემდეგ.

სექსი საშუალოდ გრძელდებოდა 7 დან 24 წუთამდე, როგორც გაირკვა ფიზიკური კონტაქტის დროს ქალთან კაცები ხარჯავენ 4, 2 კალორიას წუთში, ხოლო ქალები თავის მხრივ 3, 1 კალორიას. ამ გათვლებით თუ სექსი გრძელდება 24 წუთი - კაცები ხარჯავენ104 კალორიას, ხოლო ქალები 69 კალორიას. ეს იგივეა თითქმის რაც მორბენალ ხალიჩაზე ვარჯიში და ბევრად მეტი ვიდრე დილით 20 წუთი სუფთა ჰაერზე "ძუნძულით" სირბილი. ამიტომ მეცნიერებმა გვირჩიეს, თუ დილით ვერ ვახერხებთ სუფთა ჰაერზე სირბილს დილა დავიწყოთ ჯანსაღი სექსით, ის დაგახარჯინებთ ზედმეტ კალორიებს, დაგმუხტავთ დადებითი ენერგიით და მოგცემთ ძალას დატვირთული სამუშაო დღე ხალისიანმა განვლოთ.

2
316
2-ს მოსწონს
ავტორი:რადარი
რადარი
316
  
2013, 2 ნოემბერი, 14:55
დაახლოებით ვხვდები მაგრამ დაწერე მაინტერესებს თუ იგივეს ფიქრობ :)))
2013, 2 ნოემბერი, 14:52
დავწერდი ეხლა რაღაცას მაგრამ თავს შევიკავებ :)
0 1 2