x
worldsport.ge
ფათიჰ თერიმი: “გალათასარაიდან” პრესის მეშვეობით გამაძევეს”

imageსტამბოლის “გალათასარაის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფათიჰ თერიმმა, კლუბის პრეზიდენტი უნალ აისალი არაკორექტულ ქმედებაში დაადანაშაულა.
Goal-თან ინტერვიუში მან ისიც აღიარა, რომ კლუბში კომუნიკაციის პრობლემა იყო.
“გათავისუფლების შესახებ საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით, ვარჯიშის დასრულების შემდეგ შევიტყე. მსგავს სიტუაციაში ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ. ვიმედოვნებ, რომ “გალათასარაიში” მსგავსი რამ აღარასდროს მოხდება. პრობლემების შესახებ პრეზიდენტს მუდამ პირისპირ ვესაუბრებოდი, მაგრამ ყოველ ჯერზე, ჩვენი საუბრის დეტალები პრესისთვისაც ხდებოდა ცნობილი. უნდა ვაღიარო, რომ კომუნიკაციის პრობლემა გვქონდა.
ვფიქრობ, აისალს თუ ჩემთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, უნდა დავმსხდარიყავით და პირისპირ გვესაუბრა. მაშინ შეეძლო ეთქვა, რომ მწვრთნელის გამოცვლაზე ფიქრობდა და მე ამას გავიგებდი, ყველაფერ საუკეთესოს ვუსრვებდი, ავიბარგებოდი და წავიდოდი. მაგრამ მანამდე ის სულ იმას ამბობდა, რომ ცვლილები კლუბის მმართველობაში უნდა განხორციელებულიყო და მე მუშაობა გამეგრძელებინა. შევთანხმდით საკითხი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განგვეხილა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა” - იხსენებს პრეზიდენტთან ურთიერთობის დეტალებს თერიმი.
“გალათასარაიდან” დათხოვნის შემდეგ, 60 წლის სპეციალისტი დიდი ხნით უმუშევარი არ დარჩენილა - თურქეთის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა.
“მას შემდეგ, რაც გადავწყვიტე, რომ თურქეთის ნაკრებში დროებით მწვრთნელად მემუშავა, “გალათასარაის” საიტზე გამოქვეყნდა განცხადება, თითქოს მე კონტრაქტი გავაფორმე. მერე ტექსტი შეიცვალა, მაგრამ ისინი უკვე ნებისმიერ მიზეზს ეძებდნენ ჩემს მოსაშორებლად” - ამბობს თერიმი, რომელიც მომავალში “გალათასარაიში” დაბრუნებასაც არ გამორიცხავს.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
29
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0