x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
იოგა! ჯანმრთელი ცხოვრების საწინდარი
იოგა ინდური კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. იოგას რელიგიურ - ფილოსოფიური მოძღვრება, რომლის მიმართაც ინტერესი მთელს მსოფლიოში სულ უფრო იზრდება, ისეთივე ძველია, როგორც მთლიანად ვედური კულტურა.

image იოგა როგორც ფიზიკური, ისე სულიერი ჯანმრთელობის საწინდარია.
მაგრამ მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში მაინც ჩნდება კითხვა:

რა სარგებლობა მოაქვს „იოგას“?
თუ თქვენ იოგას ცხოვრების წესად იქცევთ და რეგულარულად
ივარჯიშებთ, სტრესი, დეპრესია, ზედმეტი წონა, სიბერე, ენერგიის დაკარგვა, ქრონიკული დაღლილობა, კუნთების სისუსტე, ავადმყოფური ან სუსტი ზურგი, სახსრები, კუჭნაწლავის პრობლემები და ნაადრევი ნაოჭები არასდროს შეგაწუხებთ, ამას იოგას მრავალსაუკუნოვანი

ისტორია ადასტურებს.


იოგას აქვს სხვადასხვა მიმდინარეობა. აქედან ყველაზე პოპულარული გახლავთ ხათხა-იოგა, რომელიც წარმოადგენს ვარჯიშების კომპლექსს.

მისი სისტემა მიზნად ისახავს არა მარტო კუნთების, არამედ მთელი ორგანიზმის თანაბარ წვრთნა-განვითარებას.

იოგას წყალობით ადამიანმა ჯანმრთელობა მთელი სიცოცხლის

განმავლობაში უნდა შეინარჩუნოს და გაიხანგრძლივოს კიდეც.


image

ფოტოზე გადაღებულია 86 წლისავსტრალიელი ქალბატონი

ბეტ კალმანი. იგი 43 წელია იოგის ინსტრუქტორად მუშაობს. არის სამი წიგნის ავტორი. "იოგა გაახალგაზრდავებთ, " - ამბობს კალმანი.

2009 წლის 7 სექტემბერს დაარსდა იოგას ეროვნული ფედერაცია, რომლის მიზანს წარმოადგენს ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს იოგას ფედერაციამ მოიპოვა

საერთაშორისო დონის აღიარება იოგას სფეროში და საერთაშორისო ფედერაციის სრულფასოვანი წევრი გახდა. რას სთავაზობს იოგას ფედერაცია საზოგადოებას?

ამ და სხვა თემებზე უფრო ვრცლად საქართველოს იოგას ეროვნული

ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ბერძენიშვილი გვესაუბრება:

“საქართველოს იოგას ფედერაციის მოღვაწეობის მთავარ მიზანს ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების კულტურის დამკვიდრება წარმოადგენს.

ჩვენი ცენტრი მიზანმიმართულია, შექმნას ყველაზე ეფექტური საშუალებები ადამიანის ჯანმრთელობისა და ფიზიკური

მოხდენილობის მისაღწევად.

ფედერაცია მომხმარებელს სთავაზობს იოგას პრაქტიკას, კერძოდ: ფიზიკურ ვარჯიშებს, ანუ ასანების (იოგას პოზების)
შესრულებას. იოგა ეხება ადამიანის სხეულის ყველა ორგანოს, ახდენს მის რეაბილიტაციას და ხელს უწყობს ორგანოების სასარგებლო ფუნქციონირებას.
იოგას პრაქტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანია სუნთქვითი
ვარჯიშები. სწორი სუნთქვა პირდაპირ კავშირშია ნათელ გონებასთან, სულიერ წონასწორობასთან, სიმშვიდესთან, სამყაროსთან ჰარმონიაში ყოფნასთან, სიცოცხლის ხანგრძლივობასთან. აღსანიშნავია, რომ სუნთქვითი ვარჯიშები პროფესიულ საქმიანობაში განსაკუთრებით ფასობს მომღერლებისათვის.
ფედერაცია იმისათვის, რომ ჩვენი საზოგადოების წევრებმა ეფექტურად მიიღონ იოგას სარგებელი, დასვენების დღეებში მათ სთავაზობს ქალაქგარეთ იოგა-ტურებს, რითაც ხდება არამარტო იოგას პრაქტიკის რეალიზება ბუნების წიაღში, არამედ ქვეყნის სიძველეების
მონახულება, საამაყო და მისაბაძი ისტორიის გახსენება, საკუთარი ქვეყნის ღირებულებებისადმი, სიწმინდეებისადმი პატივისცემა. ფედერაცია, ასევე, ორაგნიზებას უკეთებს იოგა-წვეულებებს.

არის თუ არა ასაკობრივი შეზღუდვა თქვენს ცენტრში მოსვლის

მსურველთათვის?

იოგას ვარჯიშები სწორ კვებასთან ერთად ჯანმრთელობის

საწინდარია. იოგას ფენომენის უნიკალურობა სწორედ ისაა, რომ იოგაში არ არის ასაკობრივი ზღვარი. ეს იმიტომ, რომ ჯერ ერთი, იოგას ვარჯიშის შესრულების ეფექტურობა მის სტატიკურობაშია,
ანუ ადამიანი ერთ პოზას რამდენჯერმე დროის მოკლე ხანგრძლივობით კი არ ავითარებს, არამედ ის ერთხელ შესრულებულ მდგომარეობაში არსებული პოზის დროით ხანგრძლივობაზე მუშაობს და მეორეც, აქ მთავარია, პოზა შესრულდეს სწორად და არა სრულყოფილად. ამიტომ იოგას არ აინტერესებს არც ასაკი და არც მოქნილობა, მხოლოდ ერთი რამ - ვარჯიშისადმი კონცენტრაცია და მონდომება.

საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ იოგა აღადგენს როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ ჯანმრთელობას, რა ფორმით მიიღწევა ყოველივე ეს?

იოგა აქტივობის საშუალებაა, რომელიც საუკეთესოა როგორც

ხერხემლისთვის, ასევე ჭარბ წონასთან ბრძოლისთვის. გარდა ამისა, თითოეული ვარჯიში ამა თუ იმ ორგანოს ფუნქციონირებას უწყობს
ხელს და აახალგაზრდავებს მათ.
სტრესების მოსახსნელად კი ვთავაზობთ სუნთქვით ვარჯიშებსა და რელაქსაციას, რაც გონების სიმშვიდეს უწყობს ხელს.

შედეგად უმჯობესდება მეხსიერება და ადამიანი უფრო კრეატიული ხდება.
რას გვეტყვით მედიტაციაზე?

მედიტაციის სხვადასხა გაგება არსებობს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი მიდგომა გამოირჩევა იმით, რომ არ არის მიმართული აღმოსავლური რელიგიებისაკენ და ტრანსფორმირებულია ქართული საზოგადოებისათვის. ფედერაციის წევრთა დიდი ნაწილი ეკლესიის მრველია და შესაბამისად, ვითვალისწინებთ მათ

თხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ მედიტაციის გაკვეთილი არ დაემთხვეს წირვა-ლოცვას, რათა მოახერხონ ვარჯიშზე დროულად მოსვლა. კონკრეტულად კი ვთავაზობთ მედიტაციას, როგორც
თვითშემეცნების, თვითჩაღრმავებისა და ჰარმონიის მიღწევის საშუალებას, რათა უკეთ დაინახოს ადამიანმა თავისი შინაგანი პრობლემები და აღმოფხვრას ისინი. ბევრი მოგვმართავს იმ პრობლემით, რომ არასწორად შესრულებულმა იოგას პრაქტიკამ მათ, ან მათ შვილებს პრობლემები შეუქმნა, თუმცა არიან ისეთები, რომლებიც მშვენივრად ართმევენ თავს დამოუკიდებლად. ამიტომ იოგაში მასწავლებელი ყველასათვის სასურველია ისევე, როგორც ყველა სფეროში.
არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ საშუალება, იარონ იოგას ცენტრებში ინსტრუქტორებთან და ცდილობენ წიგნის საშუალებით ისწავლონ იოგა, რა რჩევებს მისცემთ მათ?
იოგას ფედერაციის საქმიანობის მიზანი არ არის ეკონომიკური
საქმიანობიდან მოგება. ორაგნიზაციის ზრახვები და პერსპექტივები ორგანიზაციის ვებსაიტზე (www.yoga.ge) გაცხადებულია. ამიტომ ფედერაცია ვითარდება მომხმარებლის მიერ ფედერაციის მომსახურებით ურთიერთსარგებლობის მიღებასთან ერთად. ეს იმას ნიშნავს, რომ ორაგანიზაცია თანაარსებობს საზოგადოებასთან ურთიერთმომსახურებით. მაგალითად, ორგანიზაციის ვებსაიტზე განთავსებული სტატიების უმეტესობა სწორედ მომსახურების ურთიერთგაცვლით არის წარმოდგენილი. გარდა ამისა, არასრულწლოვნები და სტუდენტები განსაკუთრებული უპირატესობებით არიან აღჭურვილნი. ამიტომაც ფედერაციის მომსახურება მასობრივი ხასიათისაა. თუმცა მათთვის, ვისაც ურჩევნიათ, დამოუკიდებლად ეზიარონ იოგას ვარჯიშებს, ვებსაიტზე განთავსებულია ყოველკვირეული იოგა-ჟურნალი, სადაც საზოგადოებას შეუძლია იხილოს იოგას თითოეული პოზის მნიშვნელობა, დანიშნულება და სწორი შესრულების ტექნიკა.

დავით დანელია

1
465
2-ს მოსწონს
ავტორი:david danelia
david danelia
465
  
2013, 4 ნოემბერი, 10:07
მაგარია ძაან
0 1 1