x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
მოსკოვთან ახლოს ჩამოვარდა მოდერნიზებული Ка-52 «Аллигатор».

მოსკოვთან ახლოს რუსეთის სამხედრო–საჰაერო ძალების, ერთერთი უახლესი საბრძოლო ვერტმფრენი Ка-52 "Аллигатор"–ი
ჩამოვარდა.
დღეს მოსკოვის სამხრეთ–აღმოსავლეთით ჟულებინოს რაიონში, მოსკოვის დროით 16 საათზე ჩამოვარდა რუსეთის საჰაერო ძალების დამრტყმელი ვერტმფრენი Ка-52. ვერტმფრენი დასახლებულ პუნქტთან ახლოს ჩამოვარდა, თუმცა მსხვერპლი და დაზარალებულები არ არიან. თუ არ ჩავთვლით
პილოტებს, რომლებმაც კატასტროფის მომენტში მოასწრეს კატაპულტირება (ამ ვერტმფრენს გააჩნია კატაპულტირების სისტემა).
პილოტები მცირე დაზიანებებით გადაყვანილი არიან საავადმყოფოში №36.
ვერტმფრენი როგორც მოგახსენეთ ეკუთვნის თავდაცვის სამინისტროს, შეღებილია შემნიღბავ ფერებში და გააჩნია საბორტე ნომერი 52.
ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე გაჩნდა ხანძარი და ვერტმფრენი დაიწვა.
პილოტები გადაარჩინა კატაპულტირების სისტემამ, რომელმაც ავტომატურ რეჟიმში მოახდინა პილოტების ვერტმფრენიდან კატაპულტირება. ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზად ჯერჯერობით განიხილება ორი ვერსია–ტექნიკური პრობლემა და ადამიანური ფაქტორი ანუ პილოტების მიერ ვერტმფრენის მართვაში დაშვებული შეცდომა.
წინასწარი მონაცემებით ამ ვერტმფრენმა ახლახან გაიარა მოდერნიზაცია და საცდელი ფრენებიც წარმატებით განახორციელა "კამოვის" ქარხანაში. როგორც საინფორმაციო საშუალებებით გახდა ცნობილი, ეს ვერტმფრენი იყო ექსპერიმენტული მოდერნიზაციის და გათვლილი იყო ვერტმფრენმზიდ "მისტრალის" დაკომპლექტებისათვის.
როგორც ცნობილია რუსეთმა საფრანგეთისაგან იყიდა ვერტმფრენმზიდი "მისტრალი".
Ка-52 ამ კლასის ვერტმფრენმა ბოლოს ავარია 2012 წლის 12 მარტს განიცადა ტვერის ოლქში. კატასტროფის დროს ერთი პიოლოტი ადგილზევე დაიღუპა, ხოლო მეორე პილოტი კი საავადმყოფოში გადაყვანის მერე გარდაიცვალა.



ბორტი ნომერი 52 მოდერნიზირების შემდეგ საცდელი ფრენებისას.



image

4
121
18-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
121
  
2013, 29 ოქტომბერი, 21:40
ამათთან პირველი ვარიანტი იქნება სწორე :D
2013, 29 ოქტომბერი, 20:56
იფ:D
2013, 29 ოქტომბერი, 20:52
ძალიანიაც კაი :D
0 1 4