x
image
worldsport.ge
“მანჩესტერმა” ანდერსონი 8 მილიონად შეაფასა

image“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ, ბრაზილიელი ანდერსონი გაყიდოს.
Daily Star-ის ინფორმაციით, 25 წლის ნახევარმცველი მანჩესტერელთა მთავარი მწვრთნელის დევიდ მოიესის გეგმებში არ შედის.
ხსენებული გამოცემა იუწყება, რომ ინგლისური კლუბი ანდერსონს 8 მილიონ გირვანქა სტერლიგად აფასებს. ბრაზილიელის გაყიდვით “იუნაიტედი” კვირაში 60000 გირვანქა სტერლინგს დაზოგავს. სწორედ, ამდენია მისი ანაზღაურება.
ანდერსონი “მანჩესტერ იუნაიტედში” 2007 წელს, პორტუგალიის “პორტუდან”, 27 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან მხოლოდ 3 მატჩი ითამაშა და გასაკვირი არაა, რომ მოიესი მის გაყიდვაზე ფიქრობდეს.

ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0