x
image
worldsport.ge
ხერარდო მარტინო: “რეალს” კონტრშეტევები კარგად გამოსდის”

imageესპანეთის პრიმერადივიზიონში გასამართი ელ კლასიკოს წინ, კატალონიური “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო ჟურნალისტებს შეხვდა და მომავალი მატჩის შესახებ ესაუბრა.
“ბარსელონასა” და მადრიდის “რეალის” შეხვედრა “კამპ ნოუზე” დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, არგენტინელმა სპეციალისტმა კი, Aშ-თან განაცხადა:
“მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორ მატჩში “ოსასუნასა” და “მილანის” დამარცხება ვერ მოვახერხეთ, მაინც კარგ ფორმაში ვართ. “ბარსელონა” ჩვეულ სტილში მოქმედებდა და თავისუფლად შეეძლო ორივე თამაშის მოგება. “ოსასუნასთან” გადამწყვეტი გადაცემა არ გვყოფნიდა და ვერასდროს წარმოვიდგენდი, “ბარსელონას” ასეთი პრობლემა თუ შეექმნებოდა. ვიმედოვნებ, რომ ამჯერად შეტევის ხაზის დამაგვირგვინებელ ფაზაში უფრო სახიფათოდ ვიმოქმედებთ. “რეალთან” მატჩში ბურთს უნდა გავუფრთხილდეთ, რადგან მეტოქეს ძალიან კარგად გამოსდის კონტრშეტევები და შესაძლოა დავისაჯოთ”.
გარდა ამისა, მარტინომ განაცხადა, რომ ხერარდ პიკე სრულ მზადყოფნაშია და მოედანზე გასვლას მოახერხებს.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0