x
image
მანჩო 777
შემწვარი გოგრა ფლავით
image
მასალად საჭიროა:

გრძელი ბრინჯი-2 ჩაის ჭიქა

კურაგა(გარგარის ჩირი)-ნახევარი ჩაის ჭიქა

კომში(საშუალო ზომის)-1 ცალი


ბანანი-1 ცალი

ვაშლი-1 ცალი

ქიშმიში-ნახევარი ჩაის ჭიქა

შაქარი-100 გრამი

ზეთი-2 სუფრის კოვზი

ნიგოზი-ნახევარი ჩაის ჭიქა

ვანილი, მარილი-გემოვნებით

1 ცალი დიდი ზომის გოგრა, სასურველია მაგარკანიანი.

მომზადება:

მოვხარშოთ ბრინჯი ისე, რომ არ ჩაიშალოს, მოვათავსოთ საწურზე.გადავიტანოთ ბრინჯი ღრმა თასზე და დავაყაროთ ყველა ინგრედიენტი: გარეცხილი ქიშმიში, დაჭრილი ვაშლი, კურაგა, ბანანი, ნიგოზი, შაქარი, ვანილი, მარილი. ავურიოთ კარგად.

ავიღოთ მოზრდილი გოგრა და მოვაჭრათ თავი. გავასუფთავოთ კარგად. გამზადებული ბრინჯის მასა მოვათავსოთ ამ გოგრაში და დავახუროთ თავი. შევდოთ გოგრა გახურებულ აერღუმელში(ძალიან გემრიელი გამოდის შეშის ღუმელში შემწვარი) და შევწვათ მზადყოფნამდე. დასჭირდება დაახლოებით ერთი-ერთნახევარი საათი. მზადყოფნა გავსინჯოთ ასანთის ღერით. სუფრაზე მივიტანოთ ცხელი. მოვხადოთ თავი და გემრიელად მივირთვათ.

8
653
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
653
  
2013, 25 ოქტომბერი, 19:45
ეგრე გააკეთე:)
2013, 25 ოქტომბერი, 19:40
ოკ,გაიხარე სქელძირიანი არ მაქ მაგრამ ორ ტაფას დავდებ ერთდროულად:)))))))
2013, 25 ოქტომბერი, 19:37
ჰო, თან სქელძირიან ტაფაზე დადე ძირი რომ არ დაეწვას.
2013, 25 ოქტომბერი, 19:35
მე ძველებური მაქვს წითლები რომ იყო:)
იამზე 110?
2013, 25 ოქტომბერი, 19:33
დენის ღუმელი რომელი? დაახლოებით 110-120 გრადუსზე, ნელა უნდა შეიწვას. მე ბოშის ღუმელი მაქვს და მანდ 150 ზე კარგად იწვება გოგრა.
2013, 25 ოქტომბერი, 19:31
მანჩო რამდენზე უნდა დავაყენო დენის ღუმელი?გრადუსი და კიდე საათნახევარი ძირი არ დაეწვება?
2013, 25 ოქტომბერი, 19:29
თაფლსაც აძლევენ, მე გამომრჩა აქ.:)
2013, 25 ოქტომბერი, 19:28
ყოველთვის მინდოდა ამის გაკეთება და აქამდე ვერ მოვახერხე. აუცილებლად უნდა ვცადო. ისე შაქრის მაგივრად თაფლიც კარგი უნდა იყოს!
0 1 8