x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
დამწნილებული პამიდვრის მომზადება 30 წუთში
image
ევროპული სამზარეულო ჩვენსაზე გაცილებით მობილური და სწრაფია. იქ ძალიან აფასებენ დროს, ყოველთვის ახსოვთ, რომ დრო-ეს ფულია.ამიტომ პოპულარობით სარგებლობს კერძების სწრაფად მომზადების რეცეპტები. ევროპელები ბოსტნეულს ქილებში არ ხუფავენ. მათთან ეს მიუღებელია.

გთავაზობთ პამიდვრის მწნილის მომზადებას იტალურად, რომელიც 30 წუთში მზადდება და დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს.


ინგრედიენტები:

პამიდორი(დიდი ზომის)-3 ცალი


ნიორი(დანაყილი)-1 კბილი

დაჭრილი მწვანილი(ოხრახუში, კამა)-1 სუფრის კოვზი

მარილი, შაქარი-1/3 ჩაის კოვზი

მდოგვი-1/2 ჩაის კოვზი

დაფქული შავი წიწაკა-გემოვნებით

ზეითუნის ზეთი-2 სუფრის კოვზი

ვაშლის ძმარი-1/2 ჩაის კოვზი


მომზადება:

პამიდვრები დავჭრათ რგოლებად. ყველა დანარჩენი ინგრედიენტი ერთმანეთს შევურიოთ მარინადის გასაკეთებლად და მოვასხათ თითოეულ პამიდვრის რგოლს.

პამიდვრების რგოლები დავაწყოთ ერთმანეთზე და შევინახოთ მაცივარში 30 წუთი.

მოვაყაროთ მწვანილი და გემრიელად მივირთვათ!

image

13
256
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
256
  
2013, 27 ოქტომბერი, 2:44
და კიტრის მჟავის წვენზე მეკეტება ჭკუა. :))
2013, 27 ოქტომბერი, 2:43
აუ როგორ მიყვარს.
2013, 25 ოქტომბერი, 21:20
:)))))))
2013, 25 ოქტომბერი, 21:19
ნუ ხარ შენ ბოროტი....მხოლოდ ვაშლი და სხვა არაფერი დღეს:D
2013, 25 ოქტომბერი, 21:18
ყველი რომდუღს და გადმოდის ზედ კი კარაქი ადნება:)))))))))
2013, 25 ოქტომბერი, 21:17
მაგრამ საღამოს არ შეიძლება:( მივეჩვიე აკრძალვებს.
2013, 25 ოქტომბერი, 21:13
ვაიმე ახლა გული დამარტყამს,ისე ყველაზე მეტად მწვადი მიყვარს მაფანატებს მარა დრეს ვჭამე და ამიტომ ახლა მეორე სიყვარულის ხაჭაპურის სურვილი მაქ:)))))
2013, 25 ოქტომბერი, 21:11
ახლა ყველაზე მეტად ცხელი იმერული ხაჭაპური მომინდა. შენ არა?
2013, 25 ოქტომბერი, 21:00
მომშივდა:(
2013, 25 ოქტომბერი, 20:57
მეც და პლიუს სტაფილოს წითელ ბულგარულთან ჩახრაკულს ვხუფავ ხოლმე, შემწვარ კარტოშკასთან ან პიურესთან ერთად უებარია :))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10