x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
დუბაის ბაიკ-შოუზე წარმოდგენილი იქნა ოქროს მოტოციკლი
image
დანიური წარმოების ოქროს მოტოციკლი პირველად იქნა წარმოდგენილი ბაიკ-შოუზე დუბაიში. "ის სპეციალურად შეიქმნა იმ რეგიონის მოტომოყვარულთათვის, სადაც ტარდება ეს შოუ(არაბთა გაერთიანებული ემირატები)"-უამბო ჟურნალისტებს კომპანია Lauge Jensen-ის ხელმძღვანელმა უფ ლოჯ იენსენმა (Uffe Lauge Jensen).

"ამ მოტოციკლის წარმოებისათვის დაგვჭირდა დაახლოებით 5 თვე. ეს დრო საჭირო იყო დეტალების სიმრავლის გამო, რომლებიც ითხოვენ განსაკუთრებულ სიზუსტეს"-თქვა კომპანიის პირველმა პირმა. მისი სიტყვებით, სპეციალურად მოწვეულმა იუველირმა კორპუსი ოქროსფერი საღებავით კი არ დაფარა, არამედ მას გადააკრა სპეციალური ოქროს ფირფიტები. ამის გამო მოტოციკლი დღესდღეობით ითვლება ყველაზე ძვირად მსოფლიოში.

ამასთანავე, მწარმოებლები მოტოციკლის ფასს არ ასახელებენ და მის გაყიდვას ჯერჯერობით არ ჩქარობენ.

"ეს მოტოციკლი შეიქმნა მხოლოდ გამოფენისათვის, თუმცა ჩვენ მზად ვართ ვაწარმოოთ მოტოციკლები ნებისმიერი გემოვნების კლიენტისათვის"-განაცხადა იენსენმა.


image

0
41
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0