x
შორენა ბეგაშვილი თხოვდება.
image თბილისში უამრავი ჭორი დადის შორენა ბეგაშვილის გათხოვებასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ბოლო დროს ეს თემა ძალიან აქტუალური გახდა, ზოგი ამბობა, ქართველს მიყვებაო, ზოგი ამბობს მისი რჩეული რუსიაო, ზოგი იმასაც კი ამბობს, არაბ შეიხზე აპირებს გათხოვებასო, ხოდა ამ ყველა ჭორის გადასამოწმებლად, სახლში ვესტუმრეთ შორენას. ბევრი ჭორი დადის თქვენს გათხოვებასთან დაკავშირებით, რაც ამ ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა, მართალია თუ არა რომ თხოვდებით? კი მართალია, ეს უკვე ჭორი აღარ არის, მართლაც ვაპირებ გათხოვებას, ჯერ არმინდოდა ამის სააშკარაოზე გამოტანა მაგრამ თბილისი ძალიან პატარა ქალაქია და ყველაფერი სწრაფად ვრცელდება.

იმასაც ამბობენ რომ თქვენი საქმრო ქართველი არ არის.

ჩემი საქმრო ნამდვილად ქართველია, უბრალოდ საქართველოში არ მოღვაწეობს, ისრაელში აქვს ბიზნესი.

იცნობს თუ არა ქართული საზოგადოება თქვენს საქმროს.არა მას საქართველოში არავინ არ იცნობს, ის ძალიან იშვიათად არის აქ. როდის და სად გაიცანით ერთმანეთი? 2 წელია რაც ვიცნობთ ერთმანეთს, მეგობარმა გაგვაცნო ერთ-ერთ წვეულებაზე, თუმცა მაშინ არ გაგვჩენია ერთმანეთის მიმართ სიმპატიები. image


რამდენი ხანია რაც ერთად ხართ და როდის აპირებთ დაქორწინებას? 5თვეა რაც ერთად ვართ, ქორწილს ამ ზაპხულს ვაპირებთ, ზუსტ დროზე ჯერ არ შევთანხმებულვართ, ალბათ აგვისტოში ან სექტემბერში.

როგორც აღნიშნეთ თქვენი საქმრო თბილისში არ მოღვაწეობს და არის ისრაელში, სად იქნება ქორწილი, თბილისში თუ ისრაელში? ქორწილი რათქმაუნდა თბილისში იქნება, ეს ორივეს გადაწყვეტილებაა, მას აქ ყავს მშობლები და ნათესავები და რათქმაუნდა გვინდა თბილისში იყოს ქორწილი.

გათხოვების მერე გადახვალთ თუ არა საცხოვრებლად ისრაელში? არვიცი ამაზე ჯერ არ გვილაპარაკია, ჯერ საქართველოში ვაპირებთ ცხოვრებას, თუ საჭირო გახდება ისრაელშიც ვიცხოვრებთ.

გათხოვების მერე დაანებებთ თუ არა თქვენს კარიერას თავს და წამოხვალთ თუ არა იღბლიანი ბორბალიდან? გათხოვება კარიერაში ხელს ნამდვილად არ შემიშლის, და არც წამოსვლას არ ვაპირებ დუტასგან ( იცინის ) კარიერაში მაქვს სიახლეები და ვაპირებ ყველაპრის გაგრძელებას რაც აქამდე შემიქმნია, თუმცა ჯერ არაფერს არ ვამბობ, ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს..

0
950
8-ს მოსწონს
ავტორი:მისტერიო
მისტერიო
950
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0