x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სალათი - საზამთროს ნაჭერი
ინგრედიენტები:

● ქათმის ფილე - 300-400 გ.

● სოკო - 300 გ.

● კვერცხი - 2-3 ცალი


● პამიდორი - 2-3 ცალი

● კიტრი - 2-3 ცალი

● მწვანე ხახვი - 1 კონა

● ყველი - 100-150 გ.

● ზეთისხილი - მოსართავად

● არაჟანი - მოსართავად


სალათი - საზამთროს ნაჭერი


მომზადება:

წვრილად დავჭრათ ქათმის მოხარშული ხორცი. კუბიკებად დავჭრათ სოკო, ხახვი და მოვშუშოთ მცენარეულ ზეთში (შესაძლებელია კარაქშიც). კუბიკებად დავჭრათ მოხარშული კვერცხი. ინგრედიენტები დავალაგოთ ფენებად: პირველ ფენად დავდოთ ქათმის ხორცი, მეორე ფენად - სოკო ხახვთან ერთად, მესამე ფენად კვერცხი. ყოველი ფენის შემდეგ გადავუსვათ არაჟანი. მიღებულ დეკორაციას ზემოდან წვრილად დაჭრილი პამიდორი (კანგაცლილი) მოვალაგოთ. "საზამთროს" ქერქი გავაფორმოთ წვრილად დაჭრილი კიტრით, შიდა ფენა კი გახეხილი ყველით. "საზამთროს გული" გავაფორმოთ ზეთისხილით და...


გემრიელად მიირთვით







3
287
14-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
287
  
2013, 24 ოქტომბერი, 11:44
აღტაცებისგან სიტყვები დამავიწყდა! :)
2013, 23 ოქტომბერი, 21:03
სრულებით ვეთანხმები თქვენს იდეას:)
2013, 23 ოქტომბერი, 20:51
ცხვედო შენ გამოდგებოდი დილის წამყვანად რომელიმე არხზე კაი გემრიელ რამეებს შემოგვთავაზებდი :)))
0 1 3