x
image
worldsport.ge
ტორესი: “ჩელსი” თამაშიდან თამაშამდე უმატებს

imageლონდონის “ჩელსის” ესპანელმა ნახევარმცველმა ფერნანდო ტორესმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “შალკესთან” მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი გუნდი თამაშის ხარისხს დღითიდღე გააუმჯობესებს. შეხვედრა “ჩელსიმ” 3:0 მოიგო, ტორესმა კი დუბლი შეასრულა.
“გუნდში სამი თავდამსხმელი ვართ და ჩვენს შორის დიდი კონკურენციაა. ეს ძალიან კარგია, რადგან თავს მოდუნების უფლებას არ ვაძლევთ. “ჩელსი” ახალგაზრდული გუნდია, ახალი მწვრთნელით და ბევრი ახალბედათი. უკეთ შესათამაშებლად და ხარისხის გასაზრდელად დრო გვჭირდება. მთავარია, რომ პროგრესი სახეზეა და თამაშიდან თამაშამდე უკეთეს ფეხბურთს ვაჩვენებთ” – განაცხადა ტორესმა.


ოთარ მაღლაკელიძე

www, worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0