x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
კარტოფილი ესპანურად-სამარხვო კერძი
imageშემადგენლობა:

კარტოფილი-900 გ;

პომიდორი-250 გ;

ხახვი- 1ცალი;


მზესუმზირის და ზეითუნის ზეთი- 2-2 სუფრის კოვზი;

მწიკვი შაქარი;

მარილი გემოვნებით;

ნიორი სამი კბილი;

წითელი პილპილი (პაპრიკა)-1 ჩ/კ


კარტოფილი გათალეთ, ჩააწყვეთ ფორმაში და მოასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი, პილპილი. გამოაცხვეთ აერღუმელში 45 წთ. 200 გრადუსზე.

მოამზადეთ სოუსი: ხახვი და ნიორი გაფრცქვენით, წვრილად დაჭერით. პომიდორი დაჭყლიტეთ.

ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და მოთუშეთ ხახვი 5 წთ.

დაამატეთ ნიორი, პომიდორი, პილპილი, შაქარი და მარილი გემოვნებით. მოთუშეთ თავდახურული 10 წთ.

სუფრაზე მიიტანეთ ცხელი სოუსი კარტოფილთან ერთად.

გემრიელად მიირთვით.






0
1683
4-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
1683
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0