x
image
მანჩო 777
თივისაგან შექმნილი გიგანტური ქანდაკებები
image
შემოდგომა-წელიწადის ის დროა, როცა ფერმერები და გლეხები ჩვენი პლანეტის ყველა კუთხეში დაკავებულნი არიან მოსავლის დაბინავებით. მოსავლის დიდ ნაწილს მარცვლეული კულტურები შეადგენს, რომელთა აღება-დაბინავების შემდეგ ყანებში რჩება უამრავი რაოდენობით თივა და ჩალა. მათ უმეტეს ნაწილს, რათქმაუნდა, იღებენ შემდგომი გადამუშავებისათვის ან ცხოველების გამოსაკვებად, მაგრამ მცირე ნაწილს მხიარული და ხალისიანი ფერმერები გასართობად და მძიმე გადამღლელი შრომის შემდეგ გასახალისებლად და განტვირთვისათვის იყენებენ.

image

იაპონიის სოფლის მეურნეობის რაიონებში ყოველწლიურად ბრინჯის მოსავლის აღების შემდეგ დარჩენილ თივით საკმაოდ რთულ და მასშტაბურ ორიგინალურ სკულპტურებს ქმნიან.

ამ გიგანტურ სკულპტურებთან მთელი რიგი ფესტივალებიცაა დაკავშირებული, რომელთაგანაც ყველაზე მასშტაბურები ნიგატას და კაგავას რაიონებში იმართება.


image

თივის გიგანტები განსაკუთრებით ბავშვებს მოსწონთ. ისინი მშვენივრად ერთობიან ამ უზარმაზარი "სათამაშოებით". საბედნიეროდ მშრალი დაპრესილი თივა არცთუ ისე მსხვრევადი მასალაა და იგი მშვენივრად უძლებს პატარა ცნობისმოყვარე ონავრების "შემოსევებს".

imageimageimageimageimageimageimageimage







2
133
16-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
133
  
2016, 11 ივლისი, 19:31
ადამიანის ნიჭი უსაზღვროა!
2013, 22 ოქტომბერი, 23:52
მაგარია ძალიან
0 1 2