x
image
worldsport.ge
საკანდელიძემ ოქროს წერტილი დასვა

imageხასავიურტის საკონტინენტთაშორისო თასი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სამი მედლით დაასრულა. ბექა ბუჯიაშვილის (55 კგ) ოქროსა და ლევან ქელეხსაშვილის (66 კგ) ვერცხლს, ოქროს მედალი ტურნირის მეორე დღეს გიორგი საკანდელიძემ (120 კგ) მიამატა.
ქართველმა მძიმეწონოსანმა ფინალის გზაზე რუსი აზამატ კიშიევი და აზერბაიჯანის ნაკრების წევრი ასლან ძებისოვი ჩამოიშოდა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი დაღესტნელ ასლანბეკ ალიევს აჯობა.
ტურნირის მეორე დღეს ხალიჩაზე მურთაზ კვესაძე, ამირან ყაზარაშვილი (ორივე 60 კგ), გიორგი სანოძე, დავით ტლაშაძე, ჯუმბერ ყველაშვილი (სამივე 74 კგ) და ზურაბ ახობაძეც (96 კგ) გავიდნენ. მათგან საპრზო სამეულს ყველაზე მეტად ახობაძე მიუახლოვდა – რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.
ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
73
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0