x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
საქართველოში ნაპოვნი თავის ქალა შეცვლის წარმოდგენას ადამიანის ევოლუციაზე.

საქართველოში (დმანისი) ნაპოვნი თავის ქალა გადააბრუნებს წარმოდგენას ადამიანის ევოლუციაზე.
თავის ქალას რომელიც საკმაოდ კარგადაა შენახული და რომლის ასაკი მეცნიერების აზრით 1, 8 მილიონი წელია, შეუძლია სრულიად შეცვალოს ისტორია, თუ როგორ მიმდინარეობდა ადამიანის ევოლუცია დღევანდელ დღემდე–აცხადებენ შვეიცარიელი მეცნიერები.
ძველი ადამიანის თავის ქალა, რომელიც იპოვეს დმანისში და ცნობილია როგორც ქალა–5, ადასტურებს, რომ "Homo"–ს გვარი არ იყოფოდა სახეობებად.
გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ "Homo"–ს გვარის წევრები, მათ შორის მოაზროვნე და "Homo erectus"–ი ეკუთვნოდა ერთ სახეობას და მხოლოდ გარეგანი ნიშნებით განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან.
მეცნიერების აზრით ამ ქალას შეუძლია გადაატრიალოს კლასიფიკაცია, ადამიანის ადრეულ წინაპრებზე.ციურიხის ანთროპოლოგიისა და ციურიხის მუზეუმის მეცნიერების თქმით, ქალა–5 ადასტურებს რომ დედამიწაზე არსებობდა ერთი სახეობა, რომელიც წარმოიშვა აფრიკის კონტინენტზე დაახლოებით ორი მილიონი წლის წინ და გავრცელება ჰპოვა დანარჩენ ტერიტორიებზე.
ქალას გამოკვლევის მერე მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ "Homo"–ს სხვა ნამარხი ნაშთებისაგან ახალი ყბა განსხვავდება გრძელი სახით და დიდი კბილებით.
ქალასთან ერთად იქნა აღმოჩენილი ადამიანის წინაპრების, რამდენიმე ნაშთი, ასევე ცხოველების ნამარხი ნაშთები და ქვის იარაღები.
თითოეული აღმოჩენის ნიმუში ეკუთვნის ერთსა და იმავე პერიოდს, რაც აღმოჩენას უფრო ღირებულს ხდის.
არქეოლოგიურ მოედანზე, სადაც ჯერჯერობით მხოლოდ ნაწილია შესწავლილი, მეცნიერებს მიეცათ საშუალება შეედარებინათ ადამიანის რამდენიმე წინაპრის ნაშთი, რომლებიც ერთსა და იმავე დროს არსებობდნენ ერთ გეოლოგიურ სივრცეში.
უნიკალური აღმოჩენის ყბა ხუთი წლით ადრე იქნა აღმოჩენილი, ვიდრე მეცნიერები იპოვიდნენ ქალას. როდესაც ყბა მიუსადაგეს ქალას, აღმოჩნდა რომ ადრე აღმოჩენილი ყბა ეკუთვნოდა ახალ აღმოჩენილ ქალას და მთლიანობაში საკმაოდ კარგადაა შენახული.
მეცნიერების ვარაუდით ქალა ეკუთვნის მამრობით სქესს. აღმოჩენილი ნაშთების მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ "Homo"–ს წარმომადგენლებს ჰქონდათ პატარა ტვინი, სხეულის სხვა ნაწილები კი თანამედროვე ადამიანის პროპორციების ანალოგიური იყო.
გთავაზობთ სურათებს დმანისში აღმოჩენილ ნამარხ ნაშთებზე.
imageimageimageimage image

3
662
22-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
662
  
2013, 19 ოქტომბერი, 20:57
ახლა თუ უფრო დიდი ტვინი აქვთ ადამიანებს მაგიტომ არ ასკდებათ საფეთქლებზე ჭკუა და აზრი?:)
0 1 3