x
image
worldsport.ge
ებრალიძემ ჩავი, ინიესტა და ნავასი გამოარჩია

imageავთო ებრალიძემ, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა, 15 ოქტომბრის მატჩში ესპანელთა სამი ფეხბურთელი გამოარჩია – ჩავი, ანდრეს ინიესტა და ხესუს ნავასი. როგორც იცით, პორტუგალიური "ჟილ ვისენტეს" შემტევი ნახევარმცველი ალბასეტეში შეცვლაზე შევიდა და ბოლო 22 წუთი ითამაშა.
"თამაშში ისევე მშვიდად ჩავერთე, როგორც ამას "ჟილ ვისენტეში" ვაკეთებ. თუმცა ესპანეთის ნაკრები უმაღლეს დონეზეა, მშვენივრად აკონტროლებენ ბურთს, ბევრი სუპერვარსკვლავი ჰყავთ. ჩავი და ინიესტა უფრო მაღლა დგანან, თუმცა მათთან ერთად გამოვარჩევდი ხესუს ნავასს, რომელიც სწრაფია. მისი მოქმედებები გამოუცნობია".


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
54
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0