x
image
კახა
თვალის ფერი და ადამიანის ხასიათი


image


მეცნიერები არ წყვეტენ ჩვენს გაოცებას ახალი აღმოჩენებით. ამჯერდ გადაწყვიტეს დაეკავშირებინათ თვალის ფერი იმასთან, თუ როგორ აღიქვამენ მას გარშემომყოფები.

გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 1000მა ამერიკელმა ქალმა 16 წლიდან 35 წლამდე. გამოკვლევების დროს გაირკვა, რომ ადამიანები თვალის ფერს უკავშირებენ ხასიათს. ამგვარად თვალის ფერი არის მნიშვნელოვანი როდესაც საქმე ეხება სხვების მიერ ჩვენს აღქმას.

გამოკვლევებმა ასევე აჩვენა, რომ სრულიად შესაძლებელია ზეგავლენა მოვახდინოთ იმაზე თუ როგორ აღვიქვამენ სხვები თუ შევიცვლით თვალის ფერს ფერადი კონტაქტური ლინზების მეშვეობით. მკვლევარებმა შეისწავლეს სამი ყველაზე გავრცელებული ყავისფერის, ლურჯისა და მწვანე თვალის ფერის თავისებურებები.



ყავისფერი თვალები...

კვლევის მონაწილეებმა თქვეს რომ, ისინი აკავშირებენ ყავისფერ თვალებს განვითარებულ ინტელექტთან. ასე ჩათვალა გამოკითხულთა 34%-მა. ყავისფერი თვალების მფლობელები გამოკითხულთა 16%-ის ნდობას იწვევენ და ითვლებიან კეთილ ადამიანებად 13%-ისთვის. თვისება, რომელსაც ყველაზე ნაკლებად აკავშირებენ ყავისფერ თვალებთან ეს არის მორიდებულობა(6%) და შემოქმედების უნარი(4%).


ლურჯი თვალები...

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 42%-მა ჩათვალა, რომ ლურჯი თვალების მფლობელნი არაინ საყვარელი, სასიამოვნო ადამიანები. 21%-ს მიაჩნია, რომ მათ აქვთ იუმორის კარგი გრძნობა. ლურჯ თვალებიანებიც ითვლებიან კეთილ ადამიანებად ასე ჩათვალა გამოკითხულთა 10%-მა. თვისება რომელსაც ყველაზე ნაკლებად უკავშირებენ ლურჯ თვალებს ეს არის მორიდებულობა(4%). ასევე ისინი არ იწვევენ უმრავლესობათა ნდობას: მხოლოდ 2%-ია მზად მათ ენდოს.

მხოლოდ 7 %-მა ჩათვალა, რომ ლურჯ თვალებიანები არიან ჭკვიანი ადამიანები.


მწვანე თვალები...

გამოკითხულთა 29% აკავშირებს მწვანე თვალებს იუმორის შეგრძნებასთან. 25%-მა გამოთქვა მოსაზრება, რომ მწვანე თვალების მქონენი არიან შემოქმედებითი ადამიანები. 20% თვლის რომ, მწვანე თვალების მქონე ადამიანი არის ცბიერი. გამოკითხულთა მხოლოდ 3 %-ია მზად მიენდოს მწვანე თველების მქონეს. მწვანე თვალებიანი ადამიანები ასევე არ ითვლებიან მორიდებულ ადამიანებად. ლურჯ თვალებიან ადამიანთაგან განსხვავებით მწვანე თვალებიანი ადამიანები არ ითვლებიან საყვარელ, სასიამოვნო ადამიანებად. მხოლოდ 4% თვლის მათ ასეთებად.











1
115
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:კახა
კახა
115
  
2013, 18 ოქტომბერი, 17:31
რა სისულელეა
0 1 1