x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ავტომობილის სანომრე ნიშნები იცვლება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ შემოგვთავაზა სიახლე, რომლის თანახმადაც, იცვლება საქართველოში არსებული სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნის დიზაინი. შეიცვლება დღეს არსებული ნომრების ფორმატი და მოხმარებაში შემოვა ახალი დიზაინის სანომრე ნიშნები, რომელიც მიმსგავსებული იქნება ევროპულ სტანდარტებს, ამასთან, საქართველოში დღეს არსებული ავტოპარკის გათვალისწინებით, სადაც სატრანსპორტო საშუალებების მნიშვნელოვანი ნაწილი შემოტანილი არის ამერიკიდან და იაპონიიდან შეიცვლება ე. წ. კვადრატული ნომრების დიზაინი და შრიფტის ზომა.


ახალი სანომრე ნიშნის ნიმუში


სანომრე ნიშნის მარცხენა ზედა კუთხეში დატანებული ექნება საქართველოს სახელმწიფო დროშა, ხოლო მარცხენა ქვედა კუთხეში ქვეყნის მაიდენტიფიცირებელი სიმბოლო/კოდი "GE". სანომრე ნიშნის მარჯვენა და მარცხენა მხარეს განთავსებული იქნება ორ-ორი სიმბოლო და მათ შორის 3 ციფრი, მარცხენა მხარეს განთავსებული პირველი ორი სიმბოლოს შემდეგ დატანებული იქნება ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა სახელმწიფო გერბით. გარდა ამისა, ახალი დიზაინის სანომრე ნიშანში ჩადებული იქნება მეტი დამცავი მექანიზმები.

დღეს არსებული ნომრების კომბინაციების უმრავლესობა გამოყენებულია, რაც იწვევს იმ პირების უკმაყოფილებას ვისაც სურს შეარჩიოს მისთვის სასურველი სახელმწიფო სანომრე ნიშანი. ამ ეტაპზე მოხმარებაში მყოფი სანომრე ნიშნის კომბინაცია განისაზღვრება 3 სიმბოლოთი და 3 ციფრით, სიმბოლოების საერთო რაოდენობა კი შეადგენს 6-ს, ახალი დიზაინის სანომრე ნიშნის ასოების დამატებით კომბინაცია გაიზრდება 7-მდე, რაც საშუალებას მისცემს მომხმარებელს მიიღოს მისთვის სასურველი კომბინაციების უფრო დიდი არჩევანი.

მომსახურების სააგენტო სიახლეს შესთავაზებს მოტო მოყვარულებსაც, როგორც მოგეხსენებათ ამ ეტაპზე არ ხდება მოტოციკლეტისთვის განკუთვნილი ფასიანი სანომრე ნიშნის გაცემა. ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების შემოღებიდან მსურველებს საშუალება ექნებათ მოტოციკლეტისთვის შეარჩიონ მისთვის სასურველი სახელმწიფო სანომრე ნიშანი.

დამატებით გაცნობებთ, რომ ძველი დიზაინის სანომრე ნიშნებით სარგებლობა მომხმარებელს შეეძლება სატრანსპორტო საშუალების ახალ რეგისტრაციამდე, მისი რეგისტრაციამდე შეცვლა სავალდებულო არ იქნება. რაც შეეხებათ იმ პირებს, ვისაც აქვს ფასიანი სანომრე ნიშნები მომსახურების სააგენტო შესთავაზებს იდენტური საფასურის მქონე მათთვის სასურველი სანომრე ნიშნით შეცვლას.


ევროკავშირის სანომრე ნიშნები:



image


ამერიკული საგზაო ნიშნები შტატების მიხედვით:


ამერიკული სანომრე ნიშნები


სხვადასხვა სანომრე ნიშნები:


image

0
3407
5-ს მოსწონს
ავტორი:შერიფი 022
შერიფი 022
3407
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0