x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ხაჭოს ტარტი ანუ ჩიზქეიქი ქართულად
გეთანხმებით, სათაური ცოტა უცნაურია...

შევეცდები აგიხსნათ: ეს ნამცხვარი ერთნაირად მოეწონებათ ხაჭოს ნამცხვრის და ჩიზქეიქის მოყვარულებს.


image


ხაჭოს ტარტი ტრადიციული ალზასური (საფრანგეთი) დესერტია, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს. შემოგთავაზებთ ამ უგემრიელესი ნამცხვრის ქართულ რეალობაზე აპრობირებულ რეცეპტს.



მაშ ასე, პირველ რიგში ვამზადებთ ფხვიერ ცომს, რომელიც საერთოა ყველანაირი ტარტისთვის. 26 სმ. დიამეტრიანი მრგვალი ფორმის შესავსებად დაგვჭირდება შემდეგი რაოდენობის ინგრედიენტები:

150 გ. კუბიკებად დაჭრილი კარაქი (ან მარგარინი), ოთახის ტემპერატურის,
100 გ. შაქარი,
1 კვერცხის გული,
2 ს.კ. წყალი
ვანილი
ფქვილი დაახლოებით 250 - 300 გ. (შეიძლება მეტიც დაგჭირდეთ).

ყველაფერს ავურევთ. როგორც კი ერთგვაროვან ცომს მივიღებთ, ჩავდებთ ცელოფანში და გავაჩერებთ მაცივარში 30 წუთით.

imageimage









შემდეგ, ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ მრგვალ ყალიბში ამოვაფენთ დაახლოებით 0, 5 მმ-ის სისქეზე (თუ უფრო სქელი მოგწონთ, თქვენი ნებაა). რამდენიმე ადგილზე დავჩხვლეტთ ჩანგლით.

image

ამის შემდეგ, გადავდივართ გულსართზე, რომლისთვისაც დაგვჭირდება შემდეგი ინგრედიენტები:


ხაჭო (ცხიმიანი) - 400 გ. (თუ არ დაგეზარებათ და წმინდა საცერში გაატარებთ, უკეთესი იქნება)

არაჟანი - 400 გ.

კვერცხი - 4 ცალი

შაქარი - 1, 5 ჩ.ჭ. (შეგიძლიათ გემოვნებით აკონტროლოთ)

ფქვილი - 2 ს.კ. (შეგიძლიათ სიმინდის ფქვილიც გამოიყენოთ)

ვანილი



გავაცალკევოთ კვერცხის გულები ცილებისგან. ავთქვიფოთ ცილები თეთრი ღრუბლის მიღებამდე. ცალკე გავთქვიფოთ კვერცხის გულები და შაქარი. შევათქვიფოთ ხაჭო, არაჟანი და ვანილი. მიღებულ მასასა კოვზით შევურიოთ გათქვეფილი ცილები და ფქვილი.


ეს ყველაფერი დავასხათ ცომზე. ამ ეტაპზე შეგვიძლია სასურველი ხილის შერევაც (რა თქმა უნდა, თუ ამის სურვილი გვაქვს).


გამოვაცხოთ 180 °C-ზე 40-45 წუთით.


გაგრილების შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ მორთოთ შაქრის პუდრით, შოკოლადის მინანქრით, კარამელის სოუსით თუ ჯემით.


აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ხაჭოს ტარტი უნდა დაიჭრას მხოლოდ სრული გაციების შემდეგ. უმჯობესია, თუ მეორე დღეს დაიჭრება.


ქვემოთ კი უგემრიელესი ხაჭოს ტარტების ფოტოები:





image

image

imageimageimageimageimageimage
























1
3820
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
3820
  
2013, 17 ოქტომბერი, 10:21
მინდა :)
0 1 1