x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სერიალ "ასის" მთავარი როლის შემსრულებელი ტყუპების დედაა
imageთურქული სერიალის "ასის" მთავარი როლის შემსრულებელი ტუბა ბუიკუსტუნი ტყუპი გოგონების დედა გახდა. მისი მეუღლე კი მსახიობი ონურ საილაკია, რომელიც ასევე სერიალ "ასის" ერთ - ერთი როლის შემსრულებელი გახლავთ.

არაერთი ჭორი დაიწერა მსახიობზე, რომელმაც საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის სიყვარული და სიმპათია დაიმსახურა. ალბათ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ წყვილს სასწრაფოდ დაეტოვებინათ სტამბული და საცხოვრებლად საფრანგეთში გადასულიყვნენ.

image
imageimageimage
imageimage
როგორც პრესა იუწყება, მათ მიიღეს სერიოზული გადაწყვეტილება ტყუპების დაბადების შემდეგ პარიზში გადასულიყვნენ და იქ აღეზარდათ ბავშვები.როგორც ცნობილი გახდა, ტუბამ და ონურმა ცოტა ხნის წინ დატოვეს პარიზი, სადაც მათ საქმიანი შეხვედრა ჰქონდათ აგენტებთან.საქმე კი სახლის შეძენას შეეხება.მათ ერთად მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რადგან ფიქრობენ, რომ მათი შვილებისთვის ასე უკეთესი იქნება.თურქეთში ისინი მხოლოდ სერიალებისა და ფილმებისთვის ჩავლენ, ხოლო ყველა დანარჩენ დროს პარიზში გაატარებენ .იცხოვრებენ პარიზში და თანხას გამოიმუშავენ თურქეთში. მშობლები ყოველთვის ცდილობენ შვილების უკეთეს მომავალზე, მაგრამ ცოტა უცნაურია, ოჯახის ქვეყნიდან წასვლის მიზეზი რომ ზუსტად არავინ იცის.

image
image
ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ტუბას ბოლო 4 - 5 წლის განმავლობაში არა ერთხელ ჰქონდა რომანი ჯერ ოპერატორ სამი საიდანთან, შემდეგ კი მსახიობთან - ბიულენტ ინალთან, რომელთაც მალევე დაშორდა და 2011 წელს ის პარიზში მსახიობ ონურ საილაკზე დაქორწინდა და 2012 წლის 18 იანვარს ტყუპი გოგონები - მაიუ და ტოპრაკი შეეძინა.


აგვისტოს ბოლოს წყვილი პაპარაცებმა სავაჭრო ცენტრში დააფიქსირეს. როგორც თურქული პრესა იუწყება, ტუბას სამომავლო გეგმები სიახლეებს უკავშირდება, რაც ახალ სერიალს შეეხება.

image

1
2705
16-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
2705
  
2013, 17 ოქტომბერი, 0:01
საინტერესოა
0 1 1