x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ყველაზე სულელური კანონები.
imageკაცობრიობა ხშირად იწვევს ჩვენს გაოცებას თავისი სხვადასხვა სულელური თუ აბსურდული გადაწყვეტილებებით. ამ სტატიაში კი მინდა გამცნოთ "კიდევ ერთ" ასეთ, სხვადასხვა ქვეყნის მიერ მიღებულ კანონიერ გადაწყვეტილებაზე, თემით: "ყველაზე სულელური კანონები". იმდენად სასაცილოა ეს კანონები, რომ ბევრს დაჯერებაც კი უჭირს მისი რეალობის, არადა გარწმუნებთ რომ ეს სრული ჭეშმარიტებაა და თქვენც დარწმუნებული ვარ სასაცილოდ არ გეყოფათ.


მაშ, მოდით აღარ დავაყოვნებ და ერთად ვიხალისოთ სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა სულელურ კანონებზე.


image

შვეიცარიის მოსახლეობას აქვს უკიდურესად მკაცრი კანონი სიჩუმის დარღვევასთან დაკავშირებით, რასაც გამოიწვევს უნიტაზის ჩამრეცხი წყლის ხმა. კერძოდ, საღამოს ათი საათის შემდეგ აღარ უნდა გავიდეს ეს ხმაური მეზობელთან, რადგან შესაბამისი მუხლით ისჯება ოჯახი. არადა ეს ხომ გარდაუვალია არ შეხვიდე საპირფარეშოში საღამოს ათი საათის შემდეგ, ამიტომ ქარხნებში გამოუშვეს სპეციალურად, იზოლირებული, ხმის დამხშობი უნიტაზები, სადაც წყალი მილების პირდაპირი გავლით უხმოდ ჩაედინება.




image


ქალაქი სინგაპური მსოფლიოში ცნობილი ერთ-ერთი მკაცრი კანონის მახასიათებელია სისუფთავის მიმართ. ქუჩაში დაგდებული რაიმე დაბინძურების ელემენტი მოსახლეობას თურმე ექვივალენტით 600 დოლარის ფასი უჯდება. თორმეტი წლის მანძილზეც თურმე საღეჭი რეზინის გაყიდვა აკრძალული იყო, რადგან ხშირად სხვადასხვა ადგილებში მიწებებული ხვდებოდა ხალხს. მას მერე გაყიდვაში კი 2004 წელს სააფთიაქო ქსელებში დაიწყეს.



image


აფრიკულ სვაზილენდში კი მეტისმეტად უცნაური კანონი, არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოიცა, რომ ქალებს არ აქვთ ქვედა საცვლის ტარების უფლება, თუ შემთხვევით ვინმეს აღმოუჩინეს, ჯარისკაცების მეშვეობით, სახალხოდ ხდიან მას, აქცევენ ამ საცვალს ათას ნაკუწად და ამის შემდეგ შესაბამისი მუხლით სჯიან. ასევე 10 წლის ზევით გოგოს არ აქვს უფლება მუხლს ზემოთ კაბა ჩაიცვას, კაბის სიგრძე აუცილებლად უნდა იყოს მუხლამდე ან მის ქვემოთ.





ბაჰრეინში არ აქვს გინეკოლოგს უფლება ქალი პირდაპირ გასინჯოს სასქესო ორგანოზე შეხებით, ამას აუცილებლად ახერხებს სარკის მეშვეობით, იყურება სარკეში და ისე ახდენს კონსულტაციას.


ზოგიერთ მუსულმანურ ქვეყანაში მდედრ ცხოველებთან სქესობრივი კავშირი კანონით დაშვებულია, მაგრამ, მაგალითად ლიბანში სქესობრივი კავშირი მამრ ცხოველთან სიკვდილით ისჯება.



image


ოჰაიოს შტატში მანდილოსნებს ეკრძალებათ ლაკის ფეხსაცმლის ტარება, ვინაიდან ის შეიძლება ირეკლავდეს საცვალს და გამოიწვევს საზოგადოების გაღიზიანებას. ასევე აკრძალულია კოცნა ხუთ წუთზე მეტ ხანს.

და აქვე, ფლორიდის შტატში ძალზე უცნაური კანონია გასათხოვარ ქალებთან დაკავშირებით, არ უნდა დაკავდნენ ისინი საპარაშუტე სპორტით კვირა დღეს.


ვერმონტის შტატში ცოლი, ქმრის წერილობით დაკანონებული თანხობის შემდეგ ეწერება სტომატოლოგთან კონსულტაციაზე პროთეზის ჩასადგმელად, მისი ნებართვის გარეშე უფლება არ აქვს.



ქალაქ Montgomery-ში (Alabama) გამვლელებს არ აქვთ უფლება გახსნან ქოლგები, რათა არ შეაშინონ ცხენები.




image

დანიაში, თუ ეტლში შებმული ცხენები ავტომობილის ხმაურმა დააფრთხო, მძღოლი ვალდებულია შეწყვიტოს მოძრაობა და საჭირო შემთხვევაში განერვიულებული ცხენი დააწყნაროს და მანქანას გადააფაროს რაიმე.


დანიაში ასევე დანაშაულად არ ითვლება პატიმრის ციხიდან გაქცევა, მაგრამ ის თუ დაიჭირეს, აგრძელებს ჩვეულებრივ სასჯელის მოხდას დარჩენილი ვადით.




image



ჩინეთში წყალში დახრჩობის პროცესში ხელი არავის არ უნდა შეუშალოთ, დიახ, სწორად მოგესმათ, ანუ უნდა მისცე უფლება თავის დახრჩობის მცდელობა სიკვდილით დააგვირგვინოს მოქალაქემ, ვინაიდან ეს თქვენ გეთვლებათ კანონის დარღვევაში.


ასევე ჩინეთის სასწავლებლებში მხოლოდ ჭკვიანი და საზრიანი სტუდენტების ჩარიცხვა ხდება, უცოდინრებს და უჭკუოებს შესაბამისად არ იღებენ.


image

და ბოლოს, კანადაში რადიოს ეთერით, ყოველი მე-5 სიმღერა უნდა იყოს კანადის მოქალაქე მომღერლის მიერ შესრულებული, ამიტომ კანადაში თუ როდისმე მოხვდებით და რადიოს ჩართავთ, ხშირად მოგიწევთ სელინ დიონისა და ბრაიან ადამსის სიმღერების მოსმენა.


კანადაში ასევე წესის დარღვევად ითვლება ორმოცდაათ ცენტიანი ღირებულების ნივთის ყიდვა სულ ერცენტიანებად.




იმედია გახალისეთ ამ სულელური და სახალისო კანონებით:

5
1047
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1047
  
2013, 15 ოქტომბერი, 21:37
საინტერესო სტატიაა:)))
2013, 15 ოქტომბერი, 21:32
რას არ გაიგებ:)) განსაკუთრებით დამაფიქრა იმ მუსულმანურმა ქვეყნებმა, სადაც თურმე "მდედრ ცხოველებთან სქესობრივი კავშირი" დაშვებულია:)))) ან შეიძლება რაღაც სწორად ვერ გავიგე... რა ვიცი, რა ვიცი...:))
2013, 15 ოქტომბერი, 20:55
კაი რამე იყო:))))))))))))
ზოგის აზრს ვერ ჩავწვდი მიზანს
2013, 15 ოქტომბერი, 20:41
სვაზილენდის კანონები მომეწონა. :)))
0 1 5