x
image
worldsport.ge
მანჩესტერის ერთ-ერთ ქუჩას ალექს ფერგიუსონის სახელი ეწოდა

image“მანჩესტერ იუნაიტედის” საშინაო არენის, “ოლდ ტრაფორდის” სიახლოვეს არსებულ ერთ-ერთ ქუჩას “წითელი ეშმაკების” ლეგენდარული მწვრთნელის, სერ ალექს ფერგიუსონის სახელი ეწოდა.
“მანჩსტერის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ქუჩას, რომლის სახელიც, აქამდე, Water’s Reach იყო, 14 ოქტომბრიდან შირ Alex Ferguson Way ეწოდება.
მომხდართან დაკავშირებით, კომენტარი თავად შოტლანდიელმა სპეციალისტმა გააკეთა: “ძალიან ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ წილად ასეთი პატივი მხვდა. როდესაც აქ 1986 წელს მოვედი, ვერც კი წარმოვიდგენდი, როგორი ცხოვრება მელოდა წინ. მეოთხედი საუკუნის შემდეგ, გახდე ტრაფორდის ნაწილი - ეს ნამდვილად ამაღელვებელია.” – აცხადებს ფერგიუსონი, რომელმაც, 26 წლის განმავლობაში, “მანჩსეტერს” 38 ტიტული მოაგებინა.


მიშა ზაქარეიშვილი

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0