x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება, რჩევები და მეთოდები
image

საშუალოდ ადამიანი 20%-ს იმისა რაც მოისმინა ივიწყებს 20 წუთში, ხოლო 50%-ს ნახევარი საათის განმავლობაში.

როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება, ეს ის კითხვაა რომელიც ახალგაზრდა თაობასაც კი უჩნდება. ეს ძალიან აქტუალური თემაა. თქვენს წინაშეა სტატია მარტივ და ხელმისაწვდომ მეთოდებზე რომელებიც, გვაჩვენებენ რამოდენიმე მარტივ წესს მეხსიერების გაუმჯობესებისათვის.

1. გონების ვარჯიში

კროსვორდი, გონებაში დათვლა, ლოგიკური ამოცანების გადაჭრა, ლექსების ზეპირად სწავლა, უცხო ენების შესწავლა - ამ მეთოდების გამოყენებით შეგვიძლია გონებას არ მოვაკლოთ სამუშაო. ეს არის ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალება მესხიერების გაუმჯობესებისათვის.

2.ყურძნის წვენი

ამერიკელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ თუ ჩვენი კვების ყოველდღიურ რაციონში ჩავრთავთ ყურძნის წვენს, ამ შემთხვევაში ჩვენი მეხსიერება გაუმჯობესდება 20%-ით. წვენი უნდა იყოს მეწამული ფერის. ის შეიცავს ბევრ ანტიოქსიდანტს, რომლებიც აახალგაზრდავებს ტვინს.

3.ფიზიკური აქტივობა

სიარული, სირბილი, ცეკვა - ყველაფერი ის რაც სხეულს ავარჯიშებს აუმჯობესებს გონებას. ასეთი აქტიურობა ხელს უწყობს ჟანგბადის ტვინში მიწოდებას, ხელს უწყობს უფრო მეტის დამახსოვრებას(წამოიქმნება ახალი უჯრედები)

4.ლაპარაკი(ლაყბობა)

როდესაც ხმამაღლა ვამბობთ რაღაცას, მაგალითად, ტელეფონის ნომერს, მისამართს ან სახელს, ამ დროს ჩვენი ტვინი აფიქსირებს ამ ინფორმაციას უფრო სწრაფად, ვიდრე მისი ჩაწერის შემთხვევაში.

5.ძილი

კარგად გამოძინება - ჯანმრთელობის გარანტიაა. ადამიანები რომლებიც, ახერხებენ გამოძინებას უფრო დიდხანს ცხოვრობენ. ძილის დროს ჩვენი სხეული ისვენებს. ძილის დროს გაცილებით ძლიერდება გამაახალგაზრდავებელი ჰორმონების გამოყოფა. გამოძინებული ორგანიზმი იმახსოვრებს 2 ჯერ უფრო მეტს ვიდრე ის ორგანიზმი, რომელიც უძილობას უჩივის

6.დასვენება

მედიტაცია, იოგა, მასაჟი და ასე შემდეგ. ხელს უწყობს კონცენტრაციას.

7.თვალების გიმნასტიკა

თუ ყოველ დილით თვალებს ერთი მხრიდან მეორე მხრის მიმართულებით ვამოძრავებთ 30 წამის განმავლობაში, მაშინ მეხსიერება 10%-ით გაუმჯობესდება. ეს აღიარებული ფაქტია. ეს მიიღწევა იმით, რომ ტვინის ორივე ნახევარსფერო ჰარმონიულად იმუშავებს ერთმანეთთან.

ყველაზე კარგია ვისწავლოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია დილის 7-დან 10-მდე ან საღამოს 17-დან 20-მდე. დროის ამ მონაკვეთებში ტვინი ყველაზე შრომის მოყვარეა.


8.კვება

სწორი და ჯანმრთელი კვება ხელს უწყობს კარგ მახსოვრობას. რა თქმა უნდა, პროდუქტები შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ბროკოლი, ისპანახი, თხილი, , ჭარხალი, ქლიავი, ქიშმიში და ასე შემდეგ.


ბუნებრივია, არ უნდა დავივიწყოთ ასევე ცხიმმჟავები.



9.ვიტამინები


რა თქმა უნდა აქ ლიდერობს - ვიტამინი ბ. ვიტამინი ბ12-ის არასაკმარისმა ოდენობამ შეიძლება მეხსიერების დაკარგვა გამოიწვიოს(თევზი, ხორცი, კვერცხი და ასე შემდეგ).ის არის ერთგული დამხმარე ჩვენი ტვინის მუშაობისათვის. ასევე ვიტამინი ც და ე.

1
1245
5-ს მოსწონს
ავტორი:კახა
კახა
1245
  
2013, 14 ოქტომბერი, 14:09
გასათვალისწინებელი რჩევებია და მშვენიერი სტატია. მოწონება ჩემგან.
0 1 1