x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ზოგად უნარებში ჩაჭრილი ცნობილი ქართველები და მათი პროტესტი
imageტელეეკრანებზე თვალს ვავლებთ მათ ცხოვრებას, წარმატებებს, კარიერულ წინსვლასა თუ პირად ცხოვრებას. ერთი შეხედვით ყველაფერი უნაკლოა, ბევრისთვის შესაშურიც...

აღმოჩნდა, რომ ყველაფერი არც ისე კარგად ყოფილა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს... ირმა გიგანმა და ბორის ბედიამ ერთიანი ეროვნული გამოცდები ვერ ჩააბარეს, ზოგადი უნარების გამოცდამ ისინი უმაღლესი სასწავლებლის მიღმა დატოვა.

ბორის ბედია 1983 წლის 22 ნოემბერს დაიბადა. ის ქართველი კომპოზიტორი და მომღერალი გახლავთ. ბორისმა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური სკოლა დაამთავრა, 2008 წელს "ჯეოსტარის" ფინალისტი გახდა, 2010 წელს მიიღო საერთაშორისო ვოკალური კონკურსის „ბალადა ო სალდატე“ საუკეთესო ვოკალის დიპლომი, გახდა საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის „ხრუსტალნი აისტი“-ს პირველი ადგილის მფლობელი.image
მომღერალმა ზოგად უნარებში მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა, 3 ქულა დააკლდა. ბორისი მომხდარის გამო არ წუხს და საკუთარ თავსაც არ ადანაშაულებს: "მომღერალმა უნდა ჩააბაროს მათემატიკა?! ეს დეგენერატული პრინციპი არ არის?! რაში მჭირდება უნარ-ჩვევები, ალგებრისა და გეომეტრიის იდიოტური კითხვები? ეს ჩემთვის იდიოტობაა". ბორისის მტკიცებით ყველა ქვეყანაში ხელს უწყობენ და აფინანსებენ ნიჭიერ და წარმატებულ ადამიანებს და საქართველოშიც ასე უნდა მოხდეს. საქმე იქამდეც არ უნდა მივიდეს, რომ ყველა ოლიმპიადაში გამარჯვებულმა გამოცდების გარეშე ჩარიცხვა მოინდომოსო... მე კი მებადება კითხვა რითაა ბორის ბედია თუნდაც ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილზე მეტი, რატომ უნდა ჩაირიცხოს ის უმაღლეს სასწავლებელში უგამოცდოთ.

ქართველი პიანისტი ირმა გიგანი კი 1996 წელს დაიბადა და უკვე არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. პროფესიულ გამოცდაში უმაღლესი ქულა მიიღო, ზოგად უნარჩვევებში კი 2 ქულა დააკლდა.


image

პარლამენტში უკვე შეიტანეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც "განსაკუთრებული ნიჭის" მქონე ახალგაზრდები უმაღლეს საგანმანათებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან.

საზოგადოების აზრი ორად გაიყო, ერთნი თვლიან, რომ კანონპროექტი მისასალმებელია, მეორენი კი ირწმუნებიან, რომ მინიმალური ზღვარი ყველა ადამიანმა უნდა გადალახოს ვისაც უნივერსიტეტში სწავლის ამბიცია აქვს, მუსიკოსებს პრეტენზიების წაყენების ნაცვლად კი მეცადინეობას ურჩევენ.

4
593
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
593
  
2013, 14 ოქტომბერი, 11:58
თუ სშეიძლება დამიკავშირდით mono-kumisi@mail.ru
2013, 14 ოქტომბერი, 1:57
როდესაც ადამიანს მინიმალური ზღვარის გადალახვა არ შეუძლია, რთულია მასთან ინტელექტუალური ენა გამონახო. უნარები ეს არის ადამიანის აზროვნებისა და ზოგადი ცოდნის ნაზავი,რომელსაც ვერ დაიზეპირებ. ერთგვარი აზროვნების ანბანი, რომელიც ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში უყალიბდება. ასე რომ შეიძლება აბიტურიენტმა შეისწავლოს გარკვეული ამოცანები, მაგრამ თუ მისი ინტელექტის დონე დაბალია, ოდნავ განსხვავებულ ამოცანას, უმეტეს შემთხვევაში ვერ ამოხსნის. ოცდამეერთე საუკუნის ყვარყვარე თუთაბერებს კი უმაღლესში არაფერი ესაქმებათ და ყველამ ის აკეთოს რამხელა გაქანებაც აქვს. ზოგს ტაშს რომ დაუკრავ თავში უვარდება კაროჩე და დიპლომი კიარა, ატესტატიც უნდა წაართვა ))
2013, 13 ოქტომბერი, 16:29
იყო რაიმე კონკრეტული ნიჭით დაჯილდოებული (მაგალითად, მუსიკალური ნიჭით) არ ნიშნავს, რომ საუნივერსიტეტო საგნების შესწავლას აუცილებლად შეძლებ. ვფიქრობ უნარების გამოცდა ყველასთვის აუცილებელია. ისე კი თუ მუსიკალური კარიერის გაკეთებას აპირებს ადამიანი, მას რაში სჭირდება უნივერსიტეტის დიპლომი? ხოლო თუ მაინც და მაინც უმაღლესი განათლების დიპლომი გინდა, კეთილი ინებე და სხვებივით ჩააბარე ყველა გამოცდა.
2013, 13 ოქტომბერი, 14:17
დებილი თუა გინდ ვარსკვლავი იყოს გინდ არა რა მნიშვნელობა აქ!:))))))))
0 1 4