x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბელგიელმა მეხანძრეებმა, ბელგიელი პოლიციელები წყლით და ქაფით "გაწუწეს".

ბელგიის სახანძრო სამსახურის უცნაურად გამოხატული პროტესტი.
ბელგიაში სახანძრო სამსახურის თანამშრომლების პროტესტი და აღშფოთება გამოიწვია, მათთვის დაფინანსების შემცირებამ. როგორც მათი წარმომადგენელი აცხადებს: მათ არ მოსწონთ, რომ მათი სამუშაო პირობები არაკომფორტულია და პარალელურად თანამშრომლების შემცირებები ხორციელდება.
სახანძრო სამსახური გაიფიცა და მორიგე ჯგუფების მეტი ყველა ქუჩაში გამოვიდა პროტესტის გამოსახატავად. ბუნებრივია გაფიცულებს წესრიგის დამცველებმა გადაუღობეს გზა, რათა ქაოსი და უმართავი სიტუაციები არ შექმნილიყო. აქ უკვე მეხანძრეებმა საქმეში სახანძრო ტექნიკაც ჩართეს და პოლიციელები ჯერ "ბრანდსპოიტებით", შემდეგ კი უკვე სპეციალური სახანძრო ქაფით "განბანეს".
საოცარია, მაგრამ წესრიგის დამცველებს ერთი ნაბიჯითაც არ დაუხევიათ უკან და მათი მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედებებსაც ადგილი არ ჰქონია.
ამჟამად კი მოლაპარაკებები მიმდინარეობს სახელმწიფო სტრუქტურებთან პირობების გაუმჯობესების მიზნით.
გთავაზობთ ფოტოკოლაჟს სტატიაში აღწერილი მოვლენებიდან.

imageimageimageimageimageimageimageimage





0
105
22-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0