x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვალუევის ცოლის აზრი ვის რაში აინტერესებს?

image ვალუევის ცოლის აზრით, ვლადიმირ კლიჩკო კრივის სამყაროდან უნდა გააძევონ.
მსოფლიოს ექს–ჩემპიონისა და რუსეთის დუმას დეპუტატის ვალუევის აზრით კლიჩკო–პოვეტკინის შეხვედრისას მსაჯები ტენდენციურები იყვნენ და აშკარად დაუჭირეს მხარი კლიჩკოს.
ვალუევმა აქვე დაამატა, რომ მისი ცოლი კლიჩკოს დისკვალიფიკაციის მომხრეა.
როგორც მე ვვარაუდობდი–კლიჩკო მერვე რაუნდიდან დროის გასაყვანად ყველანაირ აკრძალულ ხერხს იყენებდა, სიმაღლის წყალობით ფარავდა პოვეტკინს და ბრძოლის საშუალებას არ აძლევდა, მსაჯები კი ამაზე თვალს ხუჭავდნენ. მე ასეთ საქციელზე ჯერ გამაფრთხილებდნენ და მერე ქულებსაც ჩამომაჭრიდნენ–აცხადებს ვალუევი.
ვალუევმა დამატების სახით მორიგი "სიბრიყვე დააბრეხვა" და განაცხადა: ჩემი ცოლი გალინა თვლის, რომ ვლადიმირ კლიჩკოს უნდა მიეცეს დისკვალიფიკაცია და უნდა განიდევნოს კრივის სამყაროდან.
შეგახსენებთ, რომ კლიჩკო "უმცროსმა" 5 ოქტომბერს ჩაატარა მორიგი სატიტულო ბრძოლა რუს მოწინააღმდეგესთან და 12 რაუნდის შედეგებით სამივე მსაჯმა მოგება ერთსულოვნად მიანიჭა კლიჩკოს. ანგარიში კი ასე გამოიყურებოდა 119–104 წინააღმდეგ უკრაინელის სასარგებლოდ.
ამ შეხვედრამდე რუსმა მოკრივემ 26 შეხვედრა მოიგო, აქედან 18 დროზე ადრე.
რაც შეეხება კლიჩკოს–პროფესიულ რინგზე ჩაატარა 64 ორთაბრძოლა, გაიმარჯვა 61 შეხვედრაში (აქედან 51 ნოკაუტით), ჩხრა წელია შეხვედრა არ წაუგია.
ვალუევის ნათქვამზე კი ჯერ კომენტარი არავის გაუკეთებია, ეტყობა არავინ ჩათვალა საჭიროდ პასუხი გაეცა მისთვის.

0
48
15-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0